ს.კ ზესტაფონის დაარსების დღიდან თბილისურ-ზესტაფონური დაპირისპირება მეტად მნიშვნელოვანი და პრინციპული გახდა...
- 4-ჯერ გადაკვეთილი გზა საქართველოს თასისთვის ბრძოლაში
- სუპერმატჩი სუპერთასისთვის
- ზედიზედ მოგებული 5 მატჩი
- წაუგებელი 11-მატჩიანი სერია
- 0-4 დამარცხებას მოყოლილი 4-1
- და რაც მთავარია, ბრძოლა ჩემპიონობისთვის...
პირველად, ორივე გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას გათამაშების ბოლო ტურამდე აპირებს...

სულ "დინამო" და "ზესტაფონი" ერთმანეთის პირისპირ ოფიციალურად 28-ჯერ წარსდგენ, საიდანაც დინამომ 14 მოიგო (50%), 6 ფრედ დასრულდა (21,42%), ხოლო 8-ჯერ გამარჯვება იმერლებს დარჩათ (28,48%), ბურთები 31-18 დინამოს სასარგებლოდ
28 შეხვედრიდან :
19 საჩემპიონატოა, 11მ-3ფ-5წ, ბურთები 26-13
8 სათასო 2მ-3ფ-3წ, ბურთები 4-5
1 სუპერთასი, რომელიც დინამოს გამარჯვებით დასრულდა 1-0
პირველი შეხვედრა ამ ორ კლუბს შორის 2004 წლის 30 აგვისტოს თბილისში გაიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა 2-0...
დინამოელებმა მოიგეს შემდეგი ორი შეხვედრაც, ჩემპიონატის განმეორებითი მატჩი ზესტაფონში (2-0) და საქართველოს თასის პირველი 1/8 ფინალური შეხვედრა 2-1...
განმეორებითი შეხვედრაც 2004 წლის დეკემბერში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ”დიდთოვლობის” გამო მატჩი შემდეგი წლისთვის გადაიდო....
2004 წელი
3 შეხვედრა და სამივე მოგება დინამოს, ბურთები 6-12005 წელს ზესტაფონი სრულიად გადახალისებული (გაძლიერებული) შემადგენლობით დახვდა ”დინამოს” და ჯერ თასის გათამაშებიდან გამოთიშა , შემდეგ კი დინამო თბილისშივე დაამარცხა (თუმცა არა ეროვნულ სტადიონზე)...

2005/2006 წლის სეზონის საწყის ტურებში ზესტაფონმა კვლავ დაამარცხა დინამო , განმეორებითი შეხვედრა თბილისში კი ფრედ 2-2 დასრულდა.
2005 წელი
4 შეხვედრა, სამი მოგება ზესტაფონს, 1 ფრე, ბურთები 3-0ამ სეზონში გუნდები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს საქართველოს თასზე, ამჯერად 1/4 ფინალურ სტადიაზე და ზესტაფონმა და შეხვედრები ანალოგიური ანგარიშებით დასრულდა, როგორც ჩემპიონატში (1-0,0-0)
2006/07 სეზონში გუნდები სულ 2-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და კვლავ იმერელთა უპირატესობა 1-0, 2-2
2006 წელი
4 შეხვედრა, 2 მოგება ზესტაფონს, 2 ფრე, ბურთები 4-22007/08 სეზონში დინამომ როგორც იქნა მოახერხა კვლავ დაემარცხებინა ზესტაფონი 2-0 , გოლები დავით დიღმელაშვილმა და მიხეილ ხუციშვილმა გაიტანეს, განმეორებითი შეხვედრაც დინამოელებმა 1-0 მოიგეს მათე ვაწაძის გატანილი გოლით. თუმცა, 1-წლიანი პაუზის შემდეგ ზესტაფონმა კვლავ შეძლო და დინამო თასის გათამაშებას გამოთიშა 1-1 (გოცირიძე-ვაწაძე), 1-0 (რ.ონიანი)
2007 წელი
2 შეხვედრა, 1 დინამომ მოიგო, 1 ფრედ დასრულდა, ბურთები 4-2ყველაზე ბევრჯერ გუნდები 2008/09 წლების სეზონში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს - 6-ჯერ
ჩემპიონატის 3 შეხვედრიდან 2 დინამომ მოიგო,1 ზესტაფონმა
სათასო შეხვედრებში დინამომ პირველად მოახერხა ზესტაფონური ბარიერის გადალახვა (1-0,0-0)
დინამომ გაიმარჯვა სუპერთასის შეხვედრაშიც 1-0 (ლ.ხმალაძე)

აღსაღნიშნია ფაქტიც, რომ დინამომ სტუმრად შეძლო და 4-0 გაანადგურა პრინციპული მეტოქე. ეს იყო პირველი დიდი ანგარიშით მოგებული შეხვედრა გუნდებს შორის...
2008 წელი
6 შეხვედრა, 2 მოგება,2ფრე,2 წაგება, ბურთები 3-32009/10 წლებში დინამომ კვლავ 4-დან სამი შეხვედრა მოუგო ზესტაფონს, თუმცა პირველ შეხვედრაში 4-1 ზესტაფონმა მოიგო.. ამ შეხვედრის შემდეგ დინამომ ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო ზესტაფონს, თან ისე, რომ მხოლოდ 1 გოლი გაუშვა...
2009 წელი
4 შეხვედრა, 3 დინამომ მოიგო,1 ზესტაფონმა, ბურთები 9-4
მიმდინარე სეზონში დინამომ ორივე შეხვედრაში დაამარცხა მეტოქე, თუმცა სატურნირო ცხრილში ზესტაფონი 1 ქულით წინ არის...
2010 წელი
4 შეხვედრა, ოთხოვე დინამომ მოიგო , ბურთები 6-1
6 წლის განმავლობაში ზესტაფონმა 3-ჯერ შეძლო დინამოს გამოთიშვა საქართველოს თასის გათამაშებიდან, თუმცა ექვსივე შემთხვევაში დინამომ უფრო მაღალი საფეხური დაიკავა ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ვიდრე ზესტაფონმა...
სეზონის განახლებას ორივე გუნდი გაძლიერებული შეხვედა და იმედია, ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუპოვარ და პატიოსან ბრძოლაში წარიმართება...
პირველი გაჩერება:
19 თებერვალი, 14:00, ბ.პაიჭაძის სახელობის ”ეროვნული” სტადიონიპ.ს იუზერთა და მოდერთა გადაწყვეტილება-თანხმობით ეს თემა იყოს ზესტაფონი-დინამოს დაპირისპირებისთვის ყოველთვის, და არა მხოლოდ შემდეგი მატჩისთვის...
პ.პ.ს თუ ვინმეს მიაჩნია, რომ სათაური სუბიექტურია, მოდერს ვთხოვ გაითვალისწინოს მათი აზრი.....
სპეციალური მადლობა fcdinamo.ge-ს და fczestafoni.ge-ს
I Love Dinamo Tbilisi......
მე მიყვარს თბილისი...
Ribo #1
AC MILAN