– ოპოზიციის ერთი ნაწილი, კვლავ საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს, გამოსვლები მაისში აქვთ დაგეგმილი...
– როდესაც ჩვენი გუნდის წარმატებებზე ვსაუბრობთ, აქედან გამოვყოფდი ერთს, ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ადრეული განწყობის შეცვლა, რომელიც საქართველოში იყო. თუ ვიღაც შეძლებდა რუსთაველზე ასი ათასი კაცის გამოყვანას, ამით ფაქტობრივად რევოლუციას ახდენდნენ და მოდიონენ ხელისუფლებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხელისუფლებაში ამ გზით ვართ მოსულები, ეს უნდა დამთავრებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერსპექტივა არ გვექნებოდა. ჩვენ შევძელით ამ სტერეოტიპის დანგრევა. ყველამ უნდა იცოდეს, ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა არის არჩევნები. რევოლუციების დრო წავიდა.
– თუმცა, კვლავ რევოლუციის გზით ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას ნინო ბურჯანაძე და “ქართული პარტია”...
– თუ ვინმე აქცენტირებას მიტინგებზე აკეთებს და ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს, დარწმუნებული ვარ, ცდება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი დამკვეთის დავალებას ასრულებენ, ხოლო მათი მიზანია ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის შექმნა.
დამკვეთში რუსეთს ვგულისხმობ, რომელიც ფულს უხდის ამათ, ესენი კი ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ, რომ რუსებს დაანახონ, ტყუილად არ მიხდი ფულს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთო.
– ბატონო კობა, რატომ არ ჩამოდის ირაკლი ოქრუაშვილი, პარიზიდან რომ იქნევს მუშტებს?
- რაც შეეხება თუ რატომ არ ჩამოდის, ვეჭვობ, მაგრამ ვერ დავადასტურებ, რომ ოქრუაშვილს იმაზე მეტი აქვს მოპარული, ვიდრე საპროცესო შეთანხმების დროს მოუწია გადახდა. ქვეყნის გარედან აკეთებს განცხადებებს და ამით ცდილობს საზოგადოებას თავი შეახსენოს.
მოკლედ ოქრუაშვილზე, რუსეთზე და "ქართულ პარტიაზე" საუბრობს,
http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=4306
უოტსონ, ჩემო კარგო, უოტსონ! ეს ხომ ელემენტარულია...
რაც უნდა თქვან შენზე ... იყავი თანაბრად გულგრილი ქებისა და ძაგების მიმართ.