შსს-ს წინ, რამდენიმე მეტრში მოკლული ზურაბ შამათავას ოჯახი გამომძიებელს და პროკურორს დანაშაულის დაფარვაში სდებს ბრალს.
გამოაქვეყნა: თავისუფალი ზონა
ცხელი თემები
5 mins წინ
მოკლული ზურაბ შამათავას ოჯახის წევრები შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავენ. ისინი გამომძიებელ ლაშა ტუხაშვილსა და პროკურორ ჯემალ კობაიძეს დანაშაულის დაფარვაში და დამნაშავეებისთვის არასწორი კვალიფიკაციის მიცემაში სდებენ ბრალს. ” თავისუფალი ზონის” საგამოძიებო მედიაჯგუფმა მოკლულის ოჯახის წევრების თხოვნით რეპორტაჟი მოამზადა. შამათავების ოჯახის შემზარავი ისტორია ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში.
დღევანდელ რეპორტაჟს და ტაქსის მოკლული მძღოლის ოჯახის პროტესტს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. შსს-ში აცხადებენ, რომ ზურაბ შამათავას მკვლელობის საქმე ოპერატიულად გაიხსნა და მკვლელი მალევე დააკავეს. თუმცა ღარიბაშვილის უწყების პასუხში არაფერია ნათქვამი, იმ განცხადებაზე, რომელიც მოკლულის ოჯახს ეკუთვნის. შამათავები ამბობენ, რომ საქმის გამოძიებისას მესამე ბრალდებული პირი გაქრა, რომელსაც გავლენიანი მფარველები ჰყავთ.
პ.ს. დამნაშავეები აკი უნდა დაისაჯონო?