...კერძოდ, როგორც „ახალგაზრდა ადვოკატებს“ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებმა აცნობეს, შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებში ინფექციური დაავადებების რიცხვმა იმატა. საუბარია ჩუტყვავილას მასობრივ გავრცელებაზე გორის სამხედრო ბაზაზე დისლოცირებულ ვაშლიჯვრის სპეცნაზმის მოსამსახურეებში.
“მიღებული ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პროცესში, დაშვებულ იქნა შეცდომა. ჩუტყვავილას ვაქცინაციის ნაცვლად, განხორციელდა სხვა ვირუსული დაავადების საწინააღმდეგო სამედიცინო დახმარება.
„ახალგაზრდა ადვოკატებს“ მიგვაჩნია, რომ უკვე მერამდენედ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, სისტემურ და საკადრო პრობლემებს აქვს ადგილი. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ასეთი შემთხვევები არაპროფესიონალიზმზე და სისტემაში საკადრო პოლიტიკის ხარვეზებზე მიუთითებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, შესწავლილ იქნეს, როგორც გორის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ფაქტი, ასევე მინისტრმა გადახედოს საკადრო პოლიტიკას. პასუხს მოითხოვს პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციაც. რომლის თანახმადაც, თავდაცვის სამინისტროში, დღემდე, მაღალ თანამდებობებს, კოდ–ის და სოდი–ის ყოფილი მაღალი უფლებამოსილების მქონე პირები იკავებენ.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს თავდაცვის მინისტრს, რათა უზრუნველყოს უწყების ყველაზე მნიშვნელოვანი – უსაფრთხოების დაცვა სწორი საკადრო პოლიტიკით. ამ თვალსაზრისით, პასუხს საჭიროებს საკადრო პოლიტიკა სამხედრო პოლიციაშიც. არსებული ინფორმაციით, სწორედ სამხედრო პოლიციაა დაკომპლექტებული კუდ–ისა და სოდ–ის ყოფილი თანამშრომლებით. აგრეთვე, საუბარია საკადრო პოლიტიკის მიმართულებით არსებულ ნეპოტიზმის ფაქტებზე, რაც საერთო ჯამში, სერიოზულ გადახედვას საჭიროებს.
აი, ”ახალგაზრდა იურისტებმა” გაშიფრეს, რომ საკვებში ჩუტყვავილას ბაცილები სამხედრო პოლიციელებმა ჩაყარეს, მერე კი არასწორად მკურნალობაც დააძალეს მედიკოსებს. ექიმებმა კი იცოდნენ, რაც უნდა ექნათ, მაგრამ სამხედრო პოლიციელები რომ ეტყოდნენ, არასწორად უმკურნალეთო, რაღას გააწყობდნენ. საჭმელსა და ექიმებს ხომ სამხედრო პოლიცია აკონტროლებს. თუ არა?..
დიახ, მათი ბრალია, აბა ნეპოტიზმით და წვალებით ნაჩალიჩარ საცოდავ ხალხს სად მიუწვდებოდა ხელი ან შტამებზე, ან საკვებზე, ან დიაგნოზზე.

პოპულარობის დევნაში ”ახალგაზრდა იურისტებმა” მინისტრთან საკითხები წამოჭრეს, ხოლო ფართო მხარდაჭერის მისაღებად, თემა სოდითა და კუდით შეჰკაზმეს.
ერთი სოდის თავზეც გავიარე და კუდისაც, მაგრამ ამ ”ახალგაზრდა იურისტებს” სპიჩრაიტერად მთლად დიდოსტატი არ უნდა ჰყავდეთ.
This post has been edited by Geronti on 17 Aug 2013, 16:45