ხუჯაძემა სთქვაააა, მე რომ მომენდომებინაო ძაააან მაღლა ავიდოდიო, მაგრამ ძაააააან შორს წასვლა ვარჩიეო

)))
– რა შეგიძლია თქვა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობაზე?
– რთული სათქმელია, მაგრამ საქართველო დათმობაზე არ უნდა წავიდეს. საქართველოს ისტორიას თუ გავიხსენებთ, ყოველმა დათმობილმა ნაბიჯმა, ჩვენს წინააღმდეგ იმოქმედა. თუმცა, მიმართვის და მოთხოვნის ფორმას ვერ მოვუწონებ ჩვენს პოლიტიკოსებს. რუსებს სრულიად სხვა ფსიქოლოგია აქვთ, მათთან ასე ლაპარაკი მხოლოდ საწინააღმდეგოს მოგვიტანს. ვინც რუსეთშია ნაცხოვრები, ის მიმიხვდება რასაც ვგულისხმობ. სხვა მიდგომით ბევრი რამის მიღწევა შეიძლება.
– რას უპასუხებ იმ ხალხს, რომელიც გაკრიტიკებდა იმის გამო, რომ საქართველოში არ დაბრუნდი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ?
– დამისახელონ ქართველი მუსიკოსები, რომლებმაც დატოვეს რუსეთი და მე დაგისახელებთ ჩემი ქართული შემოქმედების წარმატების სტატისტიკას, რომელიც ინტერნეტშიც შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ჩემი 18 სიმღერიდან, რომელიც რადიოებში ტრიალებს, 7 ქართულენოვანია, რუსეთში გადაღებული 7 კლიპიდან 4 არის ქართულ ენაზე შესრულებული. თქვენ არ თვლით ამას პატრიოტობად? დამისახელეთ ის ადამიანი, რომელმაც ამ რთულ პერიოდში, ქართული კულტურის ქართულ ენაზე გატანა შეძლო რუსეთში და არა მარტო რუსეთში!!!
– შენი ძველი ჯგუფების, ‘’ფლეშის’’ და ‘’სახის’’ წევრებთან თუ გაქვს ურთიერთობა? ყველაზე მეტს მაინც გოგა ხაჩიძემ მიაღწია, პირადი საუბრებისას განიხილავთ ხოლმე სახელმწიფოებრივ პრობლემებს? თუ აძლევ რჩევებს, როგორც მეორე მხარეს მყოფი პირი?
– ბუნებრივია, ყველას ვხვდები, ყველასთან ვურთიერთობ, რადგან რაც ჩვენ ერთად გავიარეთ, იმ წლების დავიწყება არ შეიძლება. საუბრისას ვცდილობთ პოლიტიკას არ შევეხოთ. რაც შეეხება თქვენს მიერ აღნიშნულ პოლიტიკურ მიღწევებს, მეც მქონდა მაგის შანსი, მაგრამ ჯერჯერობით სრულიად სხვა სფერო ვამჯობინე, რადგან მიმაჩნია, რომ მუსიკაში უფრო მეტის გაკეთება შემიძლია, ვიდრე პარლამენტში ჯდომით გავაკეთებდი. ჩემი საქმით საქართველოს ნებისმიერ ქვეყანაში ვასახელებ.
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=4310#Comments