ეს თემა ცალკე აუცილებელია.......
დაიმახსოვრეთ კითხვები და დაწერეთ აქ.......დავეხმაროთ ერთმანეთს........
* * *
გენერალური რეპეტიცია 12–დან 15 აპრილის ჩათვლით ჩატარდება და მასში მონაწილეობას საქართველოს ყველა რაიონის 326 სკოლა მიიღებს
გამოცდების ეროვნული ცენტრი, გამოსაშვები გამოცდების სრული ფორმატით მოდელირების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარებს გენერალურ რეპეტიციას. 326 სკოლის 14 ათასზე მეტი მეთორმეტეკლასელი 12–დან 15 აპრილის ჩათვლით საცდელ ტესტირებას 8 საგანში გაივლის. მოსწავლეები იმუშავებენ პორტატულ კომპიუტერებზე, რომელთა მსგავსს მაისში, გამოსაშვები გამოცდებისას გამოიყენებენ.
გამოსაშვები გამოცდების გენერალური რეპეტიციის მიზანია ადმინისტრირების მექანიზმების, პროგრამული, ტექნიკური უზრუნველყოფისა და ტესტური დავალებების გამოცდა. გენერალური რეპეტიცია 12 აპრილს 10:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებით დაიწყება, ამავე დღის მესამე და მეოთხე სესია მათემატიკის ტესტურ დავალებებზე მუშაობას დაეთმობა.
გამოსაშვები გამოცდების გენერალური რეპეტიცია 15 აპრილს ფიზიკისა და ქიმიის გამოცდით დასრულდება.