#25358339 · 8 May 2011, 16:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ, დღეს ვალაგებდი სახლს, მგონდა ე.წ. გენ-უბორკა და ჩემი ბებია-ბაბუის ნაქონი წიგნები აღმოვაჩინე. იყო დრო, როცა სსრკ კანონები მოქმედება და იურიდიული ფაკულტეტიც ჩემებმა ამ განხრით დაამთავრეს. ავიღე უამრავი ასეთი ლიტერატურა და შევაგროვე, რომ მერე გადამეყარა და კაკ რაზ მაშინ ჩემი მეზობელი იყო შემოსული. გადაიჭრა ვენები, ამის გადაყრა როგორ შეიძლებაო. მეთქი 70-80 წლების სსრკ კანონები რა ჯანდაბად მინდათქო. და ასეთი რამ მითხრა. ხანდახან სასამართლო დავებზე არის ხოლმე შემთხვევები, როცა დავა ეხება 80 და ქვევით წლებში არსებულ უძრავ-მოძრაბ ქონებას. შესაბამისად დავის სწორად წასაყვანად მოსამართლემ უნდა ჩაიხედოს ამ წლებში არსებულ კანონებში და შეიძლება ვინმეს გამოადგესო.
ახლა კითვა მაქვს ასეთი. საერთოდ ვერ ვერკვევი იურისპრუდენციაში და რამდენად სწორი შენიშვნა მომცა ამ ადამიანმა. ანუ არის შანსი იმისა, რომ ამ სსრკ კანონებით მოხდეს რამე დავის განხილვა ამავე კანონებში შესული მუხლებით?
უბრალოდ, მინდა სახლიდან ზედმეტი ნაგვები მოვაშორო და იქნებ ვცდები?
--------------------
no entiendo para que me besas, para que me llamas si cuando yo te necesito faltas... ♥
|