როდესაც კორნელიუს სულამ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა რომში, კეისარი სიკვდილით დასჯის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა (გაიუს მარიუსი ბიძად ეკუთვნოდა კეისარს). კეისარი მაშინ ვესტას ქურუმ ქალთა თხოვნამ იხსნა. სულას ხანდახან უყვარდა გულმოწყალების გამოჩენა, თანაც კეისარი მაშინ ძალიან აღალგაზრდა გახლდათ და სულასთვის მეტოქეობის გაწევდა არც შეეძლო. სულამ აპატია კეისარს კეისრობა, მაგრამ, თქვა: დაე, აგრე იყოს, მაგრამ, გახსოვდეთ, რომ მაგ ბიჭში მრვალი მარიუსი ზის. კეისარი მაშინ რომს გაერიდა და საბერძნეთში განაგრძო სწავლა.
ერთხელ იგი მეკობრეებმა შეიპყრეს და გამოსასყიდი მოთხოვეს. კეისარს გაეცინა - "თქვენ არც იცით, თუ ვინ ჩაიგდეთ ხელში"-ო განუცხადა მეკობრეებს და თვითონ დააწესა გამოსასყიდ თანხად 50 ოქროს ტალანტი, რაც ბევრად აღემატებოდა მეკობრეთა მოთხოვნას. ტყვეობის განმავლობაში კეისარი ბატონივით ექცეოდა მეკობრეებს: როცა წერდა ან კითხულობდა, ხმამაღლა ლაპარაკს უშლიდა თავისსავე დამტყვევებლებს! ეხუმრებოდა და თან ემუქრებოდა როცა განვთავისუფლდები, დაგედევნებით, ყველას შეგიპყრობთ და ჯვარზე გაგაკრავთო. ეს დანაპირები კეისარმა განთავისუფლებისთანავე შეუსრულა მეკობრეებს. როდესაც კეისარი უმაღლესი ქურუმის არჩევნებზე მიდიოდა, დედას განუცხადა "თუ არ დავბრუნდი როგორც უმაღლესი ქურუმი, მაშინ საერთოდ არ დავბრუნდები"-ო.
კეისარი კულტურის დიდი ქომაგი გახლდათ. სამოქალაქო ომის დროს მას არ დაემორჩილა ქალაქი მასილია (დღევანდლი მარსელი). ხანგრძლივი ალყის შემდეგ კეისარმა აიღო მასილია, მისი გაშმაგებული ჯარისკაცები კი მოსახლეობის ამოწყვეტას და ქალაქის სრულ დანგრევას ითხოვდნენ. კეისარმა ეს არ დაუშვა, რითაც კაცობრიობას შემოუნახა კულტურის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი - უძველესი ბერძნული კოლონია ქ. მარსელი.
ერთხელ კეისარმა ლეგიონთა აჯანყების ჩაწყნარება მხოლოდ ერთი სიტყვით შესძლო. აჯანყებული ლეგიონერები სამხედრო სამსახურის შეწყვეტას და სახლებში დაბრუნებას ითხოვდნენ. კეისარმა შეიტყო თუ არა ეს ამბავი, უმალ თავის ჯარისკაცებთან გამოცხადდა და ჰკითხა: - "რა უნდათ ჩემგან ჩემს თანამებრძოლებს?" - "ჩვენ გვინდა თავისუფლება!" - "მიბოძებია თავისუფლება, მოქალაქეებო!" - აუმღვრევლად უპასუხა კეისარმა. გამაოგნებელი აღმოჩნდა კეისრის მიერ ლეგიონერთა ჯერ თანამებრძოლებად, ხოლო შემდეგ უბრალო მოქალაქეებად მოხსენება! ამ სიტყვებმა ჯარისკაცები, რომლებიც რამოდენიმე წელი ერთგულად ემსახურებოდნენ კეისარს, ემოციურ შოკში ჩააგდო. აჯანყებულებმა მაშინათვე მოუბოდიშეს კეისარს და შენდობა სთხოვეს.
სიკვდილის წინა დღეს სტუმრად მიპატიჟებულ კეისარს ხუმრობით ჰკითხეს, თუ როგორ სიკვდილს არჩევდა. კეისარმა დაუფიქრებლად და სრული სერიოზულობით უპასუხა, რომ არჩევდა მოულოდნელ სიკვდილს და სწრაფად გაეცალა იქაურობას.
მიმაგრებული სურათი