ვაჰ, წიგნიც ქონია დაჟე " ლიტერატურული სმარათალი "

))))
* * *
ესეც ნაწყვეტი. მაგარია
საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა დაამკვიდრონ დემოკრატიული ლიტერატურული წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი ლიტერატურა, უზრუნველყონ ავტორის/მკითხველის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განამტკიცონ შემოქმედებითი დამოუკიდებლობა და სხვა შემოქმედებით დარგებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ეყრდნობიან რა ქართული ინტელიგენციის მრავალსაუკუნოვან შემოქმედებით ტრადიციებს და საქვეყნოდ აცხადებენ ამ კონსტიტუციას.
საქართველოს ლიტერატურის კონსტიტუცია
( მიღებულია 2010 წლის 10 ივლისს )
თავი პირველი
ზოგადი დებულებები
მუხლი 1
1. საქართველოს ლიტერატურა არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი შემოქმედების დარგი, რაც დადასტურებულია 2010 წლის 7 ივლისს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
2. საქართველოს ლიტერატურული შემოქმედების პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული ლიტერატურა.
3. საქართველოს ლიტერატურის შემოქმედების სახელწოდებაა ’’ლიტერატურა’’.
მუხლი 2
1. ლიტერატურული ნაწარმოების ავტორობის გასხვისება აკრძალულია. ლიტერატურული ნაწარმოების საავტორო უფლებების გაზიარება შეიძლება მხოლოდ თანაავტორთა მიერ დადებული ორმხრივი შეთანხმებით.
2. ავტორები წერითი ჩვეულებების პრინციპებს განსაზღვრავენ საკუთარი შეხედულებისამებრ, მართლწერის სუვერენიტეტის შეულახავად.
მუხლი 3
საქართველოს ლიტერატურის უმაღლეს გამგებლობას მიეკუთვნება:
1. პროზა
2. პოეზია
3. ესსე
4. კრიტიკა
5. თარგმანი
6. პუბლიცისტიკა
7. რომანი
8. ავტორომანი
9. დეტექტივი
10. ნოველა
11. თხზულება
12. პოემა
მუხლი 4
1. საქართველოს ლიტერატურის შემოქმედების წყაროა მკითხველი .
ლიტერატურული შემოქმედება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.
2. მკითხველი თავის ძალაუფლებას ახორციელებს ლიტერატურის უშუალო გაცნობით.
3. არავის აქვს უფლება უკანონოდ მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ლიტერატურა.
4. ავტორის ხელისუფლება ხორციელდება შემოქმედების თავისუფლების პრინციპზე დაყრდნობით.
მუხლი 5
1. საქართველოს ლიტერატურის კონსტიტუცია ლიტერატურული შემოქმედების უზენაესი კანონია. ყველა სხვა ლიტ. სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ლიტერატურის კონსტიტუციას.
2. ლიტერატურული კანონმდებლობა შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
მუხლი 6
ავტორი ცნობს და იცავს მკითხველის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ლიტერატურული ურთიერთობის განხორციელებისას, მკითხველი და ავტორი, შეზღუდულნი არიან ლიტერატურული სამართლით მინიჭებული უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
მუხლი 7
საქართველოს ლიტერატურის სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აგრეთვე - აფხაზური.
მუხლი 8
საქართველოს ლიტერატურა აღიარებს, ავტორის/მკითხველის რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისულებას.
მუხლი 9
საქართველოს ლიტერატურის მართლწერის წესები და სიმბოლოები დადგენილია ქართული ენის გრამატიკული ფორმებით.
თავი მეორე
საქართველოს ლიტერატურის მკითხველის
სტატუსის მოპოვება. მკითხველის ძირითადი უფლებანი
და თავისუფლებანი.
მუხლი 10
1. საქართველოს ლიტერატურის მკითხველის სტატუსი მოიპოვება შესაბამისი ლიტერატურის წაკითხვით.
2. საქართველოს ლიტერატურის მკითხველი შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ქვეყნის ლიტერატურის მკითხველიც. უცხო ქვეყნის ლიტერატურის მკითხველი შეიძლება გახდეს საქართველოს ლიტერატურის მკითხველი თუ იგი გაეცნობა ქართულ ლიტერატურას.
მუხლი 11
1. საქართველოს ლიტერატურა ეკუთვნის მკითხველს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.
2. მკითხველის სტატუსის ჩამორთმევა დაუშვებელია.
მუხლი 12
ყოველი მკითხველი დაბადებით თავისუფალია და ლიტერატურის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
მუხლი 13
1. ლიტერატურის კითხვის უფლება ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა.
2. კითხვის უფლების ჩამორთმევა აკრძალულია.
მუხლი 14
1. ყველას აქვს საკუთარი პიროვნების ლიტერატურული განვითარების უფლება.
2. დაუშვებელია მკითხველის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა ამა თუ იმ ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვის მიზნით.
3. დაუშვებელია მკითხველის დაკავება თუ თავუსფლების სხვაგვარად შეზღუდვა, პირის პიზიკური ან ფსიქიკური იძულება ლიტერატურის წაკითხვის მიზნით.
მუხლი 15
1. მკითხველის კითხვის უფლება ხელშეუვალია.
2. მკითხველისათვის კითხვის იძულება დაუშვებელია ლიტერატურული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
მუხლი 16
1. ყოველ მკითხველს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის,აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.
2. დაუშვებელია მკითხველის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება განსაზღვრული ლიტერატურული ნაწარმოების შესხებ.
3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილი თავისუფლებების შეზღუდვა თუ მათი გამოყენება არ ლახავს ავტორის უფლებებს.
მუხლი 17
1. მკითხველის ლიტერატურის საკუთრება და ამ ლიტერატურის მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია ლიტერატურაზე საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, ლიტერატურული სასამართლოს გადაწყვეტილებით და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.
მუხლი 18
1. მკითხველს აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის ლიტერატურული კავშირების შექმნისა და მათში გართიანების უფლება.
2. დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და ლიტერატურული გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს ლიტერატურის წყობილების დამხობა, მისი დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტექსტური მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ლიტერატურის განადგურების პროპაგანდას, აღვივებს ავტორსა და მკითხველს შორის ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
მუხლი 19
1. საქართველოს ლიტერატურა ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი ლიტერატურული განვითარებისათვის. მაღალმთიანი რეგიონების პროგრესის უზრუნველსაყოფად შესაძლოა განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება.
მუხლი 20
1. ლიტერატურა ხელს უწყობს კულტურის განვითარებას, კულტურულ ცხოვრებაში მკითხველის შეუზღუდავ მონაწილეობას, კულტურული თვითმყოფადობის გამოვლინებასა და გამდიდრებას, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა აღიარებას და საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებას.
2. საქართველოს ყოველი მკითხველი ვალდებულია ზრუნავდეს ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაზე.
მუხლი 21
ყველას აქვს ლიტერატურული განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
მუხლი 22
საქართველოს ლიტერატურის კონსტიტუცია არ უარყოფს მკითხველისა და ავტორის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ ლიტერატურისა და კონსტიტუციის პრინციპებიდან.
ავტორი
მუხლი 23
საქართველოს ლიტერატურის უმაღლესი წარმომადგენლობითი ”ორგანოა” ავტორი, რომელიც ახორციელებს შემოქმედებით ხელისუფლებას, განსაზღვრავს საკუთარი ნაწარმოებების ძირითად მიმართულებებს და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 24
ავტორობის უფლების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 25
1. ავტორს უფლება აქვს არ მისცეს ახსნა-განმარტებანი იმ ფაქტების გამო, რომელიც მან საფუძვლად დაუდო საკუთარ ნაწარმოებებს.
2. ავტორი პასუხისმგებლობაში არ მიეცემა თავისი ნაწარმოებების წერისას გამოთქმული აზრებისა და შეხედულებების გამო.
მუხლი 26
ავტორს უფლება აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში, ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.
მუხლი 27
ყოველი ავტორი დაბადებით თავისუფალია და ლიტერატურის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
მუხლი 28
1. დაუშვებელია ავტორის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა ამა თუ იმ ლიტერატურული ნაწარმოების დაწერის მიზნით.
2. დაუშვებელია ავტორის დაკავება თუ თავუსუფლების სხვაგვარად შეზღუდვა, პირის პიზიკური ან ფსიქიკური იძულება ლიტერატურის შექმნის მიზნით.
მუხლი 29
1. ყოველ ავტორს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის,აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.
2. დაუშვებელია ავტორის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე იძულება საკუთარ ნაწარმოებში გამოთქვას აზრი რომელსაც იგი არ ეთანხმება.
3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილი თავისუფლებების შეზღუდვა თუ მათი გამოყენება არ ლახავს მკითხველის უფლებებს.
მუხლი 30
1. ავტორი აირჩევა უფლის მიერ.
2. ავტორის შემოქმედებითი საქმიანობის ვადა განისაზღვრება მისი დედამიწაზე ცხოვრების უფლებამოსილების ვადით.
3. ავტორი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით უარი თქვას შემოქმედებით საქმიანობაზე, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე.
4. უფალი უფლებამოსილია ავტორს ნებისმიერ დროს ჩამოართვას მისთვის მინიჭებული წერის უნარი.
მუხლი 31
ავტორს უფლება აქვს საკუთარი უცხო ენების შესაძლებლობების უმრავლესობის მობილიზებით თარგმნოს უცხო ქვეყნის ლიტერატურა.
მუხლი 32
საკუთარი ლიტერატურული შემოქმედების განხორციელების ინიციატივის უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ ავტორს, გარდა ლიტერატურული კოდექსით დადგენილი შემთხვევებისა.
მუხლი 33
1. ” ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.
2. შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.
3. შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა დაუშვებელია, თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს. ”
მუხლი 34
ავტორის შემოქმედება საჯაროა მისი გამოქვეყნების მომენტიდან.
საქართველოს ლიტერატურული სასამართო ხელისუფლება
მუხლი 35
1. ლიტერატურული სასამართლო ხელისუფლების აქტები სავალდებულოა ყველა ავტორისა და მკითხველისათვის.
2. ლიტერატურული სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ ლიტერატურული სასამართლოები.
3. ლიტერატურულ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს ლიტერატურის სახელით.
4. ლიტერატურულ სასამართლოებში საქმეები შეიძლება განსაზღვულ შემთხვევებში განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მიერ.
მუხლი 36
1. ლიტერატურული სასამართლოს მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს ლიტერატურის კონსტიტუციას და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით.
2. ლიტერატურული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვული წესით.
მუხლი 37
1. ლიტერატურულ სასამართლოზე საქმე განიხილება ღია სხდომაზე. სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ.
2. ლიტერატურული სამართალწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.
3. ლიტერატურული სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
მუხლი 38
1. ლიტერატურული სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი ლიტერატურული განათლება, გამოირჩევა მაღალი ზნეობრივი თვისებებით და ლიტერატურული და სამართლებრივი ანალიზის უნარით.
2. ლიტერატურული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა შეთავსებადია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზრაურებად საქმიანობასთან. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
მუხლი 39
ლიტერატურული სასამართლო საქმეებს განიხილავს 3 მოსამართლის კოლეგიური შემადგენლობით. განსაკუთრებით რთულ საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს ლიტერატურული სასამართლოს დიდი პალატის მიერ, 9 მოსამართლის შემადგენლობით.
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 40
1. საქართველოს ლიტერატურის კონსტიტუცია ძალაში შედის საქართველოს ლიტერატურული საზოგადოების მიერ მისი ცნობის დღიდან.
2. საქართველოს ლიტერატურის კინსტიტუციას ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს ლიტერატურისა და ზოგადად ლიტერატურის გულშემატკივარი.
ლიტერატურის გულშემატკივარი: ანასტასია ინასარიძე
მიმაგრებული სურათი