#24965737 · 14 Apr 2011, 12:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამოკითხულთა 69% მმართველობის ამჟამინდელ ფორმას დემოკრატიულად აფასებს 10:49 14-04-2011 გამოკითხულთა 69% მმართველობის ამჟამინდელ ფორმას დემოკრატიულად აფასებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 69% ქვეყნის მმართველობის ამჟამინდელ ფორმას დემოკრატიულად აფასებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კვლევის კოორდინატორმა, ლელა ჯავახიშვილმა განუცხადა, პასუხის გაცემა უჭირს 14,9%-ს, 7,9% მიიჩნევს, რომ ქვეყანას დემოკრატიის ნიშნები არ გააჩნია, 5,2% კი ქვეყნის მმართველობის ამჟამინდელ ფორმას აბსოლუტურად არადემოკრატიულად მიიჩნევს. ამავე დროს, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგებთან მიმართებაში, გამოკითხულთა მხოლოდ 20.6% ამბობს, რომ არ ენდობა შედეგებს, ხოლო 43.6% არჩევნების შედეგებს ნდობით ეკიდება. შუალედურ პოზიციას იკავებს - 30.2%. ლელა ჯავახიშვილის თქმით, ეს მიანიშნებს, რომ გამოკითხულთა ეს ნაწილი არჩევნების შედეგების სანდოობას ბოლომდე არ იზიარებს. გამოკითხულთა 49%-ის აზრით, საარჩევნო გარემო უახლოეს ორ წელიწადში გაუმჯობესდება. კვლევა საარჩევნო საკითხებისა და მოქალაქეთა პრიორიტეტების შესახებ, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED), ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის "დიალოგისა და შესაძლებლობათა განვითარების ხელშეწობა ეფექტური ეროვნული საარჩევნო პროცესებისათვის" ფარგლებში განახორციელა. კვლევის ფარგლებში, საველე სამუშაოები 2011 წლის 20-28 თებერვლის პერიოდში ჩატარდა. კვლევის არეალმა მოიცვა საქართველოს 5 რეგიონის (კახეთი, აჭარა, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი) 5 ქალაქი (გურჯაანი, ხელვაჩაური, ახალციხე, მარნეული, ზუგდიდი) და ამავე მუნიციპალიტეტების 15 სოფელი (კარდენახი, ველისციხე, ყიტაანი, გონიო, სამება, მახვილაური, ჭაჭარაქი, სხვილისი, აწყური, მარადისი, შაუმიანი, ბეგლიარი, ჭითაწყარი, კახათი, ინგირი). საკვლევი სოფლები შემდეგი კრიტერიუმებით იქნა შერჩეული: სამოქალაქო განათლების დაბალი დონე; მრავალრიცხოვანი მოსახლეობა; ეთნიკური უმცირესობებითა და იძულებით გადაადგილებული პირებით დასახლებული ადგილები. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, გამოიკითხა 1101 ადამიანი.
"საკვლევი სოფლები შემდეგი კრიტერიუმებით იქნა შერჩეული: სამოქალაქო განათლების დაბალი დონე; მრავალრიცხოვანი მოსახლეობა; ეთნიკური უმცირესობებითა და იძულებით გადაადგილებული პირებით დასახლებული ადგილები."-ისეთი ტონით წერია რომ რაღა დარჩა ერთი მამაპაპური დედაც შეგეგინებინათ და ეგ არის რა(თქვენი მაღალი დონე არ მეისპოს)
|