
იტალიელი რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი დაიბადა რომში 1930 წლის 9 დეკემბერს. იზრდებოდა ხელოვნებათმცოდნეების ოჯახში, სადაც ბავშვობიდანვე ეზიარა კულტურის და ხელოვნების ატმოსფეროს. ოჯახის სტუმრები იყვნენ მაშინდელი იტალიის კულტურის, ხელოვნების და ლიტერატურის მოღვაწეები. ჯერ კიდევ ახალგაზრდამ მეორე მსოფლიო ომის დროს მონაწილეობა მიიღო პარტიზანულ წინააღმდეგობაში. იმდროიდანვე გამოხატა თავისი ერთგულება კომუნიზმის იდეალებისადმი. საშუალო სკოლის ბოლო წლებში სწავლა შეწყვიტა, ჩაირიცხა
Centro Sperimentale di Cinematografia ში, რაც დაამთავრა 1949 წელს.
კარიერა კინოში დაიწყო, როგორც რეჟისორის ასისტენტმა, მათ შორის მუშაობდა
მიქელანჯელო ანტონიონის რამდენიმე მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმზე. 1949 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი
ბანაია, იტალიური სოფელი. 1953 წელს მუშაობდა ლუკინო ვისკონტის ეპიზოდზე ანა მანიანის მონაწილეობით, ფილმში
ჩვენ, ქალები. იმავე წელს მუშაობდა, როგორც დამდგმელი რეჟისორი ერთ-ერთ ეპიზოდზე ფილმში -
სიყვარული ქალაქში. დებიუტი შედგა 1955 წელს, მხატვრული ფილმით
მიტოვებულები, მეორე მსოფლიო ომის თემაზე,
ლუჩია ბოზეს მონაწილეობით.
დამატებითი ინფორმაცია:
იმდბКинотеатр.руფილმების გადმოწერა
განურჩეველნი (1964)http://www.imdb.com/title/tt0058231/ალბერტო მორავიას რომანის მიხედვით.
მთ. როლებში: კლაუდია კარდინალე, როდ სტაიგერი, შელი უინტერსი, ტომას მილიანი, პოლეტ გოდარი.



დელფინები (1960)http://www.imdb.com/title/tt0053756/მთ. როლებში: კლაუდია კარდინალე, ტომას მილიანი,
