რუსეთში 2010 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგებმა აჩვენა, რომ რუსეთში ახალი ეროვნება - “ციმბირელი” ჩამოყალიბდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის სტატისტიკის სამსახურის უფროსმა, ალექსანდრე სურინოვმა განუცხადა. მისი თქმით ეროვნების გრაფაში ციმბირის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ “რუსის” ნაცვლად “ციმბირელი” მიუთითა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, მრეწველობის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილემ, ვალერი დრაგანოვმა, აღწერის პირველი შედეგების გამოქვეყნებისთანავე სათათბიროში ახალი ნაციონალური პოლიტიკის შემუშავებისAსაკითხი დააყენა.
http://www.tabula.ge/article-3772.htmlციმბირის პოლიტიკური უფლებებისთვის აქტიური ბრძოლა 2010 წელს ციმბირელმა ბლოგერებმა ახალ ეტაპზე გადაიყვანეს. მოსახლეობის აღწერის დაწყებამდე მათ ხალხს მოუწოდეს ეროვნების გრაფაში “ციმბირელი” ჩაწერათ. ინტერნეტში დაწყებულმა აქციამ - “ჩვენ ციმბირელები ჩვენი უფლებებისთვის”, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას განუმარტავდნენ, რომ ციმბირელის ნაციონალობის გამოჩენა იქ მცხოვრებ მოქალაქეებს დამატებით პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს მოუტანდა, ძალიან ფართო გამოხმაურება ჰპოვა და საბოლოოდ, როგორც ამბობენ, ამ აქციამ გარკვეულწილად განაპირობა კიდეც მოსახლეობის აღწერის შედეგები.
მაპოვნინეთ რა ეს ბლოგები

მხარი უნდა დავუჭირო