საქართველოს პრემიერ–მინისტრს
ბატონ ნიკა გილაურს
გია გაჩეჩილაძე, მწვანეთა პარტია:
მოგეხსენებათ, რომ 12 აპრილს იაპონიის მთავრობამ ატომური ელექტროსადგურ „ფუკუსიმა 1“–ის საშიშროების დონე, ბირთვული საშიშროების საერთაშორისო შკალის (INES) მაქსიმუმამდე – 7 ბალამდე გაზარდა
(საფრთხის ეს დონე მხოლოდ „ჩერნობილს“ ქონდა მინიჭებული).
საფრთხის დონის გაზრდა დაკავშირებულია არა ახალ მიწისძვრებთან, არამედ უშუალოდ დაზიანებული რეაქტორიდან რადიაციის მაშტაბურ გაჟონვასთან, რომლის რაოდენობა უკვე „ჩერნობილიდან“ გაჟონილი რადიაციის მოცულობის 10%–ს მიაღწია! რადიაქტიული ნივთიერებებით დაბინძურებულია გარემო, საკვები პროდუქტები და წყალი. სპეციალისტების შეფასებით თუ პრობლემა სასწრაფოდ არ მოგვარდა, უახლოეს პერიოდში ამ კატასტროფამ შეიძლება თავისი მაშტაბით „ჩერნობილს“ გადააჭარბოს.
გამომდინარე აქედან `მწვანეთაპარტია~ კატეგორიულად მოითხოვს, რომ:
1. საქართველოს მთავრობამ, “საქართველოს კონსტიტუციის” 37-ემუხლისა და “ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” კანონის 45-ემუხლის მოთხოვნათა შესაბამისად მედიაში გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი საფრთხისა და რადიაციული მდგომარეობის შესახებ;
2. დროებით აიკრძალოს საქართველოში იაპონური წარმოშობის პროდუქციის იმპორტი, განსაკუთრებით სასურსათო, ნებისმიერი სახით;
წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით:
შევიტანოთ სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში „სისხლის სამართლის კოდექსის“ 233–ე მუხლით „ბირთვულ ან რადიაქტიურ ობიექტზე ავარიის ან უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის დაფარვა ან დამახინჯება“, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან ათ წლამდე.
დანარჩენი აქ:
http://www.greensparty.ge/index.php?content=newsview&id=211აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაჩეჩილაძის ინტერვიუ გაზეთ "რეზონანსი" - ს დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...=2&id_artc=5925 This post has been edited by სწერვა69 on 14 Apr 2011, 19:21
Да, я тварь. :)
http://lesbi.org.ge/about-us/