"აფხაზურმა ეკლესიამ" თავი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისგან დამოუკიდებლად გამოაცხადა. სოხუმი-აფხაზეთის ეპარქიის მმართველის მოვალეობის შემსრულებლის ბესარიონ აპლიას განცხადებით, "აფხაზური ეკლესია ოფიციალურად გადის ქართული ეკლესიისგან და ამით ისტორიულ სამართლიანობას აღადგენს". "ქართულ-აფხაზური ომის დასრულების შემდეგ ჩვენ არაერთხელ მივმართეთ უმაღლეს მართლმადიდებლურ ინსტანციებს, თუმცა ყველა დუმდა, რადგან საქართველოს საპარტიარქოსთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურდათ", - განაცხადა ბესარიონმა და განმარტა, რომ "აღნიშნული გადაწყვეტლება სოხუმის კათედრალურ ტაძარში ყველა ეკლესიის მსახურებთან შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული". მისივე თქმით, "აღდგება აფხაზეთის ადგილობრივი ეკლესია სოხუმისა და პიცუნდის ეპარქიებით, სადაც ადრე მთავარი კათედრალური ტაძარი მდებარეობდა". ამასთან, "აფხაზური ეკლესია" აპირებს დახმარებისთვის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მიმართოს. "სოხუმ-აფხაზეთის ეპარქია 1943 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნოდა და აფხაზეთის ეკლესიის ტერიტორია ძალისმიერად იყო მიკუთვნებული ქართულ ეკლესიას. დღეს კი ჩვენ შეგვიძლია ჩვენი დამოუკიდებლობა გამოვაცხადოთ", - აღნიშნა ბესარიონმა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ტერიტორიის მთლიანობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩათვლით კიდევ ერთხელ აღიარა. მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიათა საგარეო კავშირის განყოფილების ხელმძღვანელის, არქიეპისკოპოს ილარიონის განცხადებით, "რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მზადაა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკლესიის ტერიტორიის საკითხის გადაწყვეტას, რომელშიც კანონით აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შედის, მიუხედავად იმისა, რომ მათ დამოუკიდებლობა მოიპოვეს და საქართველოს არ მიეკუთვნებიან". "ჩვენ ვაღიარებთ, რომ რეალობაში ქართული ეკლესია არც აფხაზეთშია და არც სამხრეთ ოსეთში. ჩნდება კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს და მას ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ. უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის დონეზე ჩვენ საუკეთესო, უბრალოდ ძმური ურთიერთობები გვაქვს", - განაცხადა არქიეპისკოპოსმა.
წყარო:
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=33112&Itemid=1საეკლესიო კანონით საქართველოს ეკლესიამ უნდა მოიწვიოს სინოდის სხდომა და ბესარიონ აპლია განკვეთოს ეკლესიიდან, გადასცეს ანათემას და ასევე ანათემა გამოუცხადოს ყველა იმ პირს ვინც აპლიასთან თანაზიარებაში იქნება.
ხოლო მოსკოვის საპატრიარქო თუ ამ აპლიასთან გააგრძელებს კავშირებს, მაშინ საქართველოს ეკლესიამ ევქარისტიული კავშირი უნდა გაწყვიტოს რუსეთის ეკლესიასთან.ვნახოთ რა იქნება საქართველოს საპატრიარქოს შემხვედრი ნაბიჯი.
P.S. ახლა შევამჩნიე რომ ინფორმაციის თარიღი 2009 წელია, არადა გაზეთზე დღევანდელი თარიღია და ამან შემაცდინა.
მოდერაციას შეუძლია დახუროს თემა თუ მიიჩნევს რომ ინფორმაცია ძველია და არააქტუალური.
This post has been edited by ივერჲელი on 17 Apr 2011, 23:24