მეგობრებო,
ამას წინათ შემთხვევით წავაწყდი ერთ ახალ მოდიფიკაციას, რომელიც MTW2: Kingdoms-ზე ყენდება და ქვია
Ferrum Aeternum!
სრულიად ახლებური სამყარო, რუქა - გადაჭიმული ირლანდიიდან შრი-ლანკამდე, უამრავი ფრაქცია და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს სამეფო !
factions:
Catholic
* England
* France
* Holy Roman Empire
* Spain
* Scotland
* Norway
* Denmark
* Sweden
* Poland
* Venice
* Sicily
* Papal States
* Hungary
* Crusader States
Orthodox
* Georgia
* Armenia
* Roman Empire (eastern)
* Novgorod
* Serbia
Tengriism
* Mongols
* Kypchaks
Buddhism
* Kara Khitai
Hinduism
* Rajputs
Islam
* Ghazni
* Oman
* Ayyubids
* Moors
* Seljuks of rum
* khwarezmid empire
Time Frame: 1174 - 1453
Turns: 4tpy
Current version: v0.80 (beta)
თამაში იწყება 1174 წელს, გიორგი III ბაგრატიონის მეფობისას, მასში შეხვდებით უამრავ ისტორიულ პიროვნებას, მაგალითად საქართველოს ფრაქციაში ჩნდება პერსონაჟი დავით სოსლანი, სხვა ფრაქციებში სხვა ისტორიული პიროვნებანი, როგორებიც არიან სალაჰ ად'დინი, ჯალალ ად'დინი, რიჩარდ ლომგული, ფილიპ III ავგუსტი, ფრიდრიხ ბარბაროსა და სხვები და სხვები....
ძალიან ბევრი ისტორიული მოვლენაა ასახული ამ მოდიფიკაციაში, ერთი სიტყვით შუასაუკუნეების ატმოსფეროს ახლებურად შეიგრძნობთ.
თუმცა აქვს პატარა დისბალანსი ქართულ იუნიტებში, მაგალითად მეციხოვნე შუბოსნები უფრო სუსტები არიან, ვიდრე უბრალო შუბოსნები, ერისთავთა კავალერია მძიმედ შეჯავშნული დამრტყმელი კავალერიაა და უფრო ძლიერია, ვიდრე მონასპა, თუმცა გააჩნია რა შემთხვევაში ( მონასპა უფრო სწრაფია), პრაქტიკულად არანაირი განსხვავება არაა მონასპა მშვილდოსნებსა და სვან მშვილდოსნებს შორის სიძლიერის თვალსაზრისით, გარდა იმისა, რომ მონასპა ფეხოსან მშვილდოსნებს შეუძლიათ დამცავი მესრის აგება და ა.შ. ყველაზე ძლიერი იუნიტი ქართველებს ყავთ ხევსურები, მოკლედ თავდ ნახავთ. მიუხედავად ამ პატარა დისბალანსებისა, თამაში საკმაოდ დინამიურია და არ მოიწყენთ.
ქართველი იუნიტები საკმაოდ ლამაზად და დეტალურად არიან გაკეთებულები, ერთი ეგაა, რომ ტაძრეულები ისევ ფეხოსნები გაუკეთებიათ და მონასპაზე სუსტები არიან.
აი აქ არის ამ მოდიფიკაციის ფორუმი
http://www.twcenter.net/forums/forumdisplay.php?f=596ხოლო აქ დევს გადმოსაწერი ლინკი
http://www.twcenter.net/forums/showthread.php?t=388942ესეც სკრინები ბრძოლის ველიდან:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by tadzreuli on 28 Jan 2011, 20:48