მცირე ბიზნესის კვალობაზე არა უშავს!
სააგენტოს გახსნას და ავიაბილეთების რეალიზაციის ბიზნესის დაწყებას ჭირდება:
1. შენობა, რომლის ფართობი არაა 18 კვ.მ-ზე ნაკლები
2. ავიაბილეთების დაჯავშნის სიტემა(ამდეუსი, გალილეი, გაბრიელი, ან სხვა)
3. სერტიფიცირებული ოპერატორი
4. ტექნიკაზე არ ვსაუბრობთ, იგულისხმება!
არის 2 ვარიანტი,
გახდე რომელიმე დიდი კომპანიის სუბაგენტი და დაიწყო მათი ბილეთების რეალიზაცია,
ან თითონ გახდე ავიაკომპანიების პირდაპირი აგენტი,
* * *
სუბაგენტობის შემთხვევაში, თქვენ აცდებით ბევრ ფინანსურ და სხვა დანახარჯებს, მაგრამ გექნებათ ნაკლები მოგება, ვიდრე პირდაპირ აგენტს, თუმცა რაგაც დოზით სუბაგენტობა მაინც მოგიწევთ, რადგან რამოდენიმე კომპანია(თურკიში, ლუფტჰანზა და სხვა) არ გაგიფორმებთ პირდაპირ სააგენტო ხელშეკრულებას თუ არ გახდებით იატას წევრი.
* * *
პირდაპირი ხელშეკრულებისას ავიაკომპანიები ითხოვენ ან დეპოზიტს ან საგარანტიო წერილს ბანკებიდან.
მოგება იანგარიშება გაყიდული ბილეთის ტარიფიდან!
(ბილეთის ფასი არის ტარიფს+აეროპორტის მოაკრებელი)
პირდაპირი ხელშეკრულებისას ღებულობთ ტარიფის 7-9%-ს
სუბაგენტობის შემთხვევაში 5-7%-ს
* * *
giotvaliთუ არ გაინტერსებდა რატომ იკითხე?
სადა ხარ, სად მოგზაურობ.........