karlsoniსიდოური ეკონომისტი მე ვარ.
ვითავებ - ნიუსების დაყრას

დასკვნები ყველამ თავად გააკეთოს.
ლევან ვეფხვაძე, პარლამენტარი: ევრობონდების "სიკეთეებზე" საუბარი საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაათბილისი (GBC) - საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრის, ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძის შეფასებით, საქართველოს მთავრობა "დამწყები კრედიტორივით" იქცევა.
"ჩვენი მთავრობა აიღებს ერთ კრედიტს, გაფლანგავს, მერე მის დასაფარად ახალს აიღებს და ა.შ. ამის შემდეგ კი ნაცარს გვაყრიან თვალებში და ევრობონდების "სიკეთეებზე" გველაპარაკება. ევრობონდი ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდს ინვესტორი შეიძენს და ამაში ფულს თავისი საპროცენტო წლიური განაკვეთით გვაძლევს, რომელიც საკმაოდ მაღალია და 6-7 %-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ ეს ჩვენთვის ნაჩუქარი ფულია", - განუცხადა ვეფხვაძემ GBჩ-ის.
ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ევრობონდების წლიური მომსახურებისთვის საქართველოს 25-26 მილიონი ლარის გადახდა უწევს, რაც ქუჩაში გადაყრილი ფული გამოდის.
შეგახსენებთ, რომ წელს ფინანსთა სამინისტრომ ახალი, 10-წლიანი ევრობონდების განთავსება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირას მოახდინა. ბირჟაზე 500 მლნ აშშ დოლარის ნომინალის ფასიანი ქაღალდები განთავსდა.
ნიკა გილაური: გლობალურ ბაზრებზე საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებზე მეტი ნდობა აქვს 
თბილისი (GBC) - ევრობონდების გამოშვებასა და მის საპროცენტრო განაკვეთზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სამშაბათს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
პრემიერის განცხადებით, გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ 10-წლიანი ევრობონდი გამოუშვა, რომლის ტრანზაქციაც დღეს სრულდება, თუმცა მოქმედებები გასული კვირის განმავლობაში ჩატარდა.
"საქართველოს 2013 წელს საკმაოდ დიდი ვალი ჰქონდა გასასტუმრებელი. ეს იყო, ერთის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალი და მეორეს მხრივ, ევრობონდების. რეალურად, ეს ვალი გასტუმრებულია და საქართველოს მთავრობას ვალის პრობლემა 2021 წლამდე აღარ აქვს. საქართველოს მთავრობამ ევრობონდების გამოშვებით გამოისყიდა ის ვალი, რომელიც 2013 წელს უნდა გადაეხადა. ხოლო იმ თანხას, რომელიც საქართველოს მთავრობას 2021 წლისთვის ექნება გადასახდელი, თავისუფლად გაისტუმრებს ამ ვალის რესტრუქტურიზაციის, ან მთლიანად გადახდის გზით", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 2011 წელს ემიტირებული ევრობონდების საპროცენტო განაკვეთი შედარებით დაბალია 2008 წელს გამოშვებულ ევრობონდების საპროცენტო განაკვეთთან შედარებით. გილაურის თქმით, 2008 წელს გამოშვებული 500 მილიონი დოლარის ნომინალის ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი 7,5%-ს შეადგენდა, ხოლო ახლადგამოშვებული ევრობონდების საპროცენტო განაკვეთი 6,9 %-ია.
"როდესაც ქვეყანა იღებს გრძელვადიან ვალს, საპროცენტო განაკვეთი იზრდება, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ასე არ მოხდა და საპროცენტო განაკვეთი შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა და ბოლო წლებში არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია. ამას თავად საინვესტიციო ბანკირებიც აღიარებენ", - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.
გილაურის თქმით, ევრობონდების გამოშვებით საქართველომ ინვესტორების ნდობა უფრო გაიმყარა.
"ინვესტორები ენდობიან ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას და აქვთ ნდობა საქართველოს მთავრობის მიმართ. 2008 წელს, როცა ევრობონდი გამოვუშვით და რომლის საპროცენტო განაკვეთიც იყო 7,5%, იყო ეკონომიკური ბუმი და მსოფლიოში არსებობდა ბევრი საინვესტიციო კაპიტალი, რომელიც განვითარებადი ქვეყნებისკენ მიემართებოდა. 2008 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 12% შეადგინა და დღეს, როდესაც არც თუ ისე მარტივი სიტუაციაა: ქვეყანამ გამოიარა დაპირისპირება რუსეთთან, ეკონომიკური კრიზისი... ამის მიუხედავად, ბანკირები და ფინანსისტები ენდნენ ქვეყანას და ჩვენს ევრობონდებს აქვს დაბალი საპროცენტო განაკვეთი. ეს ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო ინვესტორები საქართველოს ენდობიან იმაზე უფრო მეტად, ვიდრე სხვა ქვეყნებს ჩვენს რეგიონში", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
მისივე თქმით, ევრობონდების გამოშვება განხორციელდა მაშინ, როცა პორტუგალიას სესხებს 10-12%-ის ფარგლებში აძლევენ, საბერძნეთს - 10-11%-ის ფარგლებში, ხოლო ირლანდიას - 11-12%-ად. გილაურის თქმით, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უფრო მეტი ნდობა აქვს მსოფლიო საფინანსო ბაზარზე.
ამასთან, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ახალი ევრობონდების ემისიის შემდგომ, კერძო სექტორს ახალი ბაზრები ეხსნება და ისინი თანხების მოძიებას შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთით შეძლებენ.
"აქამდე კერძო სექტორს გარკვეული შეზღუდვები ჰქონდა, რათა ახალ ბაზარზე შესულიყო და უფრო იაფიანი და გრძელვადიანი სესხი ჩამოეტანა. ტრანზაქციის შემდგომ კი კომერციულ ბანკებს და მსხვილ კომპანიებს თავისუფლად შეეძლებათ წავიდნენ და უფრო იაფიანი და 10-წლიანი სესხი შემოიტანონ ქვეყანაში. შესაძლოა, სამომავლოდ, საპროცენტო განაკვეთიც შემცირდეს. საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი მსოფლიო ინვესტორებისთვის", - განაცხადა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 2008 წელს გამოშვებული ევრობონდებიდან მიღებული თანხებით 2009-2010 წლებში დევნილებისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ბიუჯეტის დაბალანსება მოხდა. გილაურის თქმით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 400 მლნ დოლარი მართავს, რომელსაც ქვეყანა ეტაპობრივად, 2012-2014 წლებში დაფარავს.
Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენულ ევროობლიგაციებს "B+" რეიტინგი მიანიჭათბილისი (GBC) - სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings-ი საქართველოს სუვერენულ ევროობლიგაციებს "B+" რეიტინგი მიანიჭა.
სააგენტოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, 500 მლნ აშშ დოლარის ნომინალის 10-წლიანი ევრობონდების (დაფარვის ვადა 2021 წლის 12 აპრილი) რეიტინგი საქართველოს სუვერენული რეიტინგის ტოლფასია.
„ამ გამოშვების პარალელურად საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მთლიანად, ან ნაწილობრივ გამოისყიდის 500 მლნ აშშ დოლარის ნომინალის ევრობონდებს, რომელთა ემისია 2008 წლის აპრილში მოხდა და დაფარვის ვადა 2013 წელს იწურებოდა. აქედან 417 მლნ აშშ დოლარი დაიფარა. ვალის გადახდის გრაფიკის გახანგრძლივებას და საქართველოს საბაზრო ვალთან დაკავშირებით 2013 წლისათვის ამორტიზაციის პიკის შემსუბუქებას, Fitch-ი განიხილავს, როგორც კეთილსაიმედო მოვლენას. ევრობონდების გამოსყიდვამდე, საქართველოს საგარეო ვალდებულებების ამორტიზაცია 2011 წლისათვის მკვეთრად გაიზრდებოდა 126 მლნ აშშ დოლარამდე, 2012 წლისათვის - 294 მლნ აშშ დოლარამდე, 2013 წლისათვის -947 მლნ აშშ დოლარამდე, ხოლო 2014 წლისათვის 320 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდებოდა (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის ვალდებულებების ჩათვლით). ამორტიზაციის პიკი საქართველოს პოლიტიკური მოვლენების ციკლს ემთხვევა, რადგან 2012 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, ხოლო 2013 წელს - საპრეზიდენტო", - ნათქვამია პრესრელიზში.
ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ევრობონდებზე მოთხოვნამ მიწოდებას 5,2-ჯერ გადააჭარბათბილისი (GBC) - ქართულ ევრობონდებზე მოთხოვნამ 2,6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სამშაბათის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალ ევრობონდების შეძენის სურვილი 19 ქვეყნის 149 კომპანიამ გამოთქვა. "განსაკუთრებული მოთხოვა ევროპული სახელმწიფოდან არის. პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთი, გერმანია და შვეიცარიაა. ასევე ქართული ევრობონდების შეძენის სურვილი ამერიკულმა კომპანიებმაც გამოთქვეს", - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე შეფასებით, ახალი ევრობონდების გამოშვება წარმატებით განხორცილდა, რადგან ადრე თუ საქართველოს ინვესტორები 5 წლით ენდობოდნენ, ახლა ეს ვადა 10 წლამდე გაიზარდა.
"ძველი ევრობონდების 85% უკვე დაფარულია და ამაზე მუშაობა ისევ მიმდინარეობს და იგი სრულად დაიფარება. ამასთან, მინდა განვმარტო, რომ ეს 500 მილიონი დამატებით სესხის აღებასთან არ არის დაკავშირებული, პირიქით სესხს ამცირებს, რადგან ადრე ვიხდით წლიურად 7,5%, ახალ ევრობონდების მომსახურებაზე კი 7,1% გადავიხდით", - აღნიშნა მინისტრმა და აქვე დასძინა, რომ საპროცენტო განაკვეთის შემცირებით, ვალის მომსახურების თანხაც შემცირდა.
მისივე თქმით, ახალი ევრობონდების გამოშვებით მთავრობამ 2013 წლისთვის მოსალოდნელი "მცირე სირთულე" მოაგვარა.
"ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ 500 მილიონის ერთობლივი გადახდა გვიწევდა 2013 წელს. ახლა ეს სირთულე მოიხსნა, რადგან ახლავე ხდება მათი რეფინანსირება", - აღნიშნა ბაინდურაშვილმა.
აჰანდე, ამდენის წაკითხვა თუ არ დაგეზარებათ..
This post has been edited by Geronti on 16 Apr 2011, 21:39