ახსნა მათთვის, ვინც ინგლისური კარგად არ იცის:
ბავშვს აჩვენებენ შავ ყუთს სადაც ექსპერიმენტატორი გარკვეულ მოქმედებებს ახორციელებს (აკაკუნებს, ასრიალებს მილაკებს და ა.შ.) და შედეგად ჯოხით იღებს სტიკერს, რომლის სანაცვლოდაც ბავშვი იღებს ჯილდოს - კამფეტს.
იგივე ბავშვს, აჩვენებენ ამჯერად უკვე გამჭვირვალე ყუთს, სადაც უკვე ცხადად ჩანს, რომ მოქმედებებს (დაკაკუნებას, მილაკებს) აზრი არ აქვს და ჯილდოს მიღება პირდაპირ შეიძლება, თუმცა ბავშვი მაინც მოზარდის მოქმედებებს აკოპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ცხადად ჩანს, ამ მოქმედებებს შედეგზე გავლენა არ აქვს.
ბავშვისგან განსხვავებით შიმპანზე მეორე, გამჭვირვალე ყუთის შემთხვევაში სხვანაირად იქცევა და პირდაპირ, მოკლე გზით იღებს ჯილდოს.
განსხვავება აჩვენებს, რომ შიმპანზეები მართალია სწავლობენ გარემოსგან, მაგრამ პირდაპირ არ აკოპირებენ ერთმანეთისგან ცოდნას.
მაშინ როდესაც ადამიანები, პირდაპირ აკოპირებენ დიდებისგან ყველაფერს, ასე იქცევიან იმიტომ, რომ ისწავლონ ბევრი რამ: ენა, კულტურა, წერა-კითხვა და ა.შ.
ჩემი კომენტარი:
ჩანს სწორედ ამიტომ, ადამიანი მიდრეკილია სწორედ ის სარწმუნოება დააკოპიროს, რომელიც მშობელმა გადასცა და არასდროს შეიტანოს ეჭვი იმაში, რომ შესაძლოა სხვა გზა - უფრო ეფექტური და კარგი გზაც არსებობს.
ბავშვები ყველაფერს სარკესავით იღებენ და არასდროს შეაქვთ ეჭვი, რომ შეიძლება სხვანაირადაც იყოს, არ ისწრაფვიან გაიგონ თუნდაც "ყუთის" მოქმედების მექანიზმი, სწორედ ამიტომ "მამაოები" და სხვა რელიგიური პირები, ცდილობენ ბავშვობიდანვე "ეკლესიურად აღიზარდოს" ბავშვი და რაც შეიძლება სასწრაფოდ მოინათლოს, ბავშვობაში დაბოლებული ადამიანი - ზრდასრულ ასაკში შემოსავლის წყარო და სხვა კლიენტების მომყვანია. ისევე როგორც ეკლესიების ძალაუფლების განმტკიცებელი, როგორც ეტყობა მხოლოდ ზოგ ადამიანს უყალიბდება კრიტიკული აზროვნება, დანარჩენი კი რჩება ასე მენტალურად, ყუთზე მოკაკუნე ბავშვის დონეზე.