"...და აგინებდა ვარსქენ თესლ–ტომსა მისსა და
სახლისა მაოხრებელად სახელსდებდა მას".
"წამება შუშანიკისი", V საუკუნე
აჰ, არ გსურს ჩემთან ჯდომა და ჭამა?
მეფის სიტყვასაც უარს უბედავ?
შუშანიკ, შენი სომეხი მამა!
შუშანიკ, შენი სომეხი დედა!
რა რჯული, ქალო!
რას ბოდავ, აზრობ?!
რის წმინდანები, რა ბელზებელი!
შენ ჩემს საქმეს და არჩევანს ჰბასრობ,
ხარ ჩემი სახლის მაოხრებელი!
თითქოს არ მეყო ბოღმა და შიში
– ახლა ოჯახში დამიწყე ომი!
შუშანიკ, შენი მოდგმა და ჯიში!
შუშანიკ, შენი თესლი და ტომი!
განკაფავს ვინმე შენს თვალ–სამკაულს.
აქ დაალაგე ეგ ბროლ–შუშანი.
ბრიყვნი ელიან შენგან სასწაულს
სიკვდილის შემდეგ, ჩემო შუშანიკ.
შეალპი სენაკს, ხუცესს და მატლებს,
მიაგდე შვილი, ვით ნაბუშარი...
აღარაფერი თქვენი არ მმართებს!
შენი გამზრდელი დედა, შუშანიკ!
ამ საშინელების ავტორი არის დავით პაიჭაძე.
http://www.facebook.com/notes/david-paitch...150167978358737 როგორ ბედავს ეს არარაობა და პირდაპირი მნიშვნელობით აგინებს წმიდანს??? და როგორ ბედავს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომ ასეთ ადამიანს ხელფასს უხდის იმ ადამიანების ჯიბიდან, რომელთა სიწმინდეებსაც ასე შეურაცხყოფს?
გამოეთრიე!
სახალხოდ!
ბოდიში მოიხადე!
მერე გააჯვი და შენი სუსი აღარ იყოს, შენ პიტალო, შენ!
ახლა ისეთ ხასიათზე ვარ თუ არ გადავიფიქრე ამის გამო დაბადებას გაგიხდი სანანებლად!
This post has been edited by analgin on 17 Apr 2011, 01:17
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey