“პიონერფილმი”
1959 წელს ბ. ძნელაძის სახელობის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, სასახლის დირექტორის, შალვა ბერიანიძის თაოსნობით შეიქმნა კინომოყვარულთა სტუდია, რომელსაც ”პიონერფილმი” ეწოდა.
სტუდიაში მოვიდნენ ახალგაზრდები, რომლებიც სასახლის სხვადასხვა შემოქმედებით კოლექტივებში იყვნენ გაერთიანებულნი:
გრიგოლ ჩიგოგიძე, ზეზვა ღუღუნიშვილი, მერი ცერცვაძე, ნესტან ჭელიძე, გრიშა მალანია, მარინა გოგოლაშვილი, ჯემალ ნინუა, გურამ კაშმაძე, თინა ყალიჩავა, მერაბ ოდიშარია, თამარ და მარინა აბრამიშვილები, ნანა თარგამაძე, ქეთი დოლიძე.
სტუდიას ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა ჟურნალისტი გულბაათ აბელიშვილი. პირველ ფილმს, რომელიც “პიონერფილმმა” გადაიღო ერქვა “ჩვენ მეგობრები ვართ”.
სხვადასხვა დროს სტუდიას ხელმძღვანელობდნენ:
გულბაათ აბელიშვილი
რევაზ ერისთავი
ელგუჯა დრიაშვილი
ლერი არცივაძე
ზურაბ მექვაბიშვილი
ლალი თოფურია
გრიგოლ ჩიგოგიძე
“პიონერფილმი” მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ ფესტივალებსა და კონკურსებში და ძალიან ხშირად საპრიზო ადგილებსაც იმსახურებს.
“პიონერფილმი” დღეს:
ამჟამად სტუდიაში მუშაობენ პედაგოგები: გრიგოლ ჩიგოგიძე, სვეტლანა მარჯანიშვილი, იური ლუკაშვილი, ნინო ჩიგოგიძე, მაია ლანდია, ანდრო ოგანეზოვი, ვახტანგ ჯოჯუა, მარიკა თოფურია. ისინი ბავშვებს ასწავლიან სცენარზე მუშაობას, რეჟისურას, ოპერატურას, ფოტოხელოვნებას, კომპიუტერულ მონტაჟს.
თბილისის კინოცენტრის მხარდაჭერით (დირექტორი ყოფილი პიონერფილმელი კოტე ჩლაიძე) ეწყობა შეხვედრები რეჟისორებთან, ასევე მათი ფილმების განხილვა.
“პიონერფილმის” სტუმრები არიან გამოჩენილი ქართველი რეჟისორები და მსახიობები: რეზო ჩხეიძე, ელდარ შენგელაია, გიგა ლორთქიფანიძე და სხვ.
სტუდიის წევრები აწყობენ ახალი ფილმების პრემიერებს, შეხვედრებს. საინტერესოდ წარიმართა კ/ფ “მაგდანას ლურჯას” 50 წლის იუბილე, შეხვედრა სერიალ “შუა ქალაქშის” მსახიობებთან, ქართველ ოლიმპიელებთან, პოეტ თამაზ სანებლიძესთან, ყოფილ პიონერფილმელებთან, პროფილის შემოქმედებით ჯგუფთან.
სტუდიაში დაარსების დღიდან არსებობს თვითმმართველობა და ჰყავს პრეზიდენტი (ამჟამად მოსწავლე თამარ უგუზაშვილი)
სტუდიას 40 წელია ხელმძღვანელობს პიონერფილმის პირველი თაობის წევრი, ღირსების ორდენის კავალერი, კულტურის დამსახურებული მოღვაწე გრიგოლ ჩიგოგიძე.
ამჟამად სტუდია მდებარეობს თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის III სართულზე (ოთახი 167) მის მფლობელობაშია 80 კვ. მეტრის იქვე მდებარე 150 კაციანი დარბაზი.
1982 წელს სტუდიას მიენიჭა სახალხო სტუდიის საპატიო სახელი.
1986 წელს - საქართველოს კომკავშირის პრემია
1987 წელს - სსრკ-ს 2500 კინომოყვარულთა სტუდიას შორის საკავშირო კომკავშირის პრემია.
2009 წლის 1 ივნისს სასახლის წინ საზეიმოდ გაიხსნა “პიონერფილმის” ვარსკვლავი.
ვინც ხართ პიონერფილმელები დაწერეთ და გავიცნოთ ერთმანეთი. პიონერფილმელი: ამირან შურღაია.
პ.ს ვინც რასაც დაამატებთ დაამატეთ, რა გაგიგიათ ამ სტუდიის შესახებ.
პიონერფილმის გადაღებული ფილმები შეგიძლიათ ნახოთ ამ მისამართზე:
http://pionerfilm.ge/index.php?option=com_...id=78&Itemid=58 This post has been edited by amiran555 on 24 Apr 2010, 21:24