
ახალგაზრდებს ახალგაზრული სულისკვეთება და თამამი იდეები აქვთ. შეუძლებელია სიახლისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვა დათრგუნო, მით უფრო თუ ამ ყველაფერს სტუდენტის სტატუსი და განათლების დონეც ამყარებს. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც.
არც საქართველოა ამით გამორჩეული და დამეთანხმებით და გამოირჩეოდე ამ საკითხთან მიმართებით უფრო ნეგატიური იქნებოდა ვიდრე პოზიტიური. სტუდენტების სითამამემ საბჭოთა იმპერიალიზმსა და პანრუსიზმს შეუყენა წყალი სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ. დიახ, სტუდენტებმა შეძლეს და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს არაერთხელ აჩვენეს ძალა თავისუფლებისა და ნებისყოფისა. ნებისმიერი ქვეყნისათვის სტუდენტი უნდა იყოს ასოციაცია, როგორც უახლოესი მომავლისა, რადგან ყველაფრის გაჩერება შეიძლება, მაგრამ ცოდნითა და ქარიზმული სულისკვეთებით აღსავსე თავისუფლების მოყვარე სტუდენტებისა კი – არა.
ასეა თუ ისე თანამედროვე საქართველოს სოციალურ–პოლიტიკურ ცხოვრებაში რა აღარ ხდება?! ხშირად გაურკველი და ბუნდოვანია ვინ რას ითხოვს და რა მიზნები ამოძრავებს. პოლიტიკური კულტურის დაბალი მაჩვენებელი კი საზოგადოების ნაწილს ნიჰილიზმსა და პესიმიზმს უნერგავს. ჭეშმარიტად, მხოლოდ სტუდენტური ძალაა მუდმივად მზარდი და ცოცხალი. შეიძლება სახელმწიფოში, როგორც ერთ მთლიან სხეულში დაზიანდეს რომელიმე ორგანო, მაგრამ იმ ორგანოს რომელსაც უნივერსიტეტებისს ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები ეწოდებათ – მუდმივად უკვდავები და დაუზიანელები რჩებიან.
ყველა სტუდენტი თავის თავში ინიციატორია, ინოვაციურია, ორიგინალურია, თამამია, ძლიერია, რადგან იცის რა უნდა და საით უნდა. მხოლოდ ის სახელმწიფო და ის საზოგადოება იქნება ძლიერი, რომელიც საშუალებას მისცემს და სტუდენტების თვითრეალიზებაზე იზრუნებს, რადგან სტუდენტობა არის მომავლის სინათლე, სანთელი, რომელიც მაგიდის ქვეშ არ უნდა შეიდგას!
სტუდენტობა ნიშნავს თავისუფლებას! თავისუფლება კი პირველ რიგში სულია, რომელსაც შეუძლია იყოს იმდენად პროდუქტიული, რომ გამოადგეს არათუ საკუთარ თავსა და გარშემყოფთ, არამედ მთლიან საზოგადოებას.
თავისუფლების ხელშეწყობა ქვეყნის მომავლისათვის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. განათლების დონის ამაღელებაზე ზრუნვა, სტუდენტების დასაქმება, ინიციატივების განხორციელება და ზოგადად პიროვნების რეალიზაცია ყველა კულტურისა თუ შეხედულების მქონე ქვეყნისა და საზოგადოების უმთავრესი მიზანი უნდა გახლდეთ. დიახ, თუ საზოგადოება გავს ხეს, მაშინ სტუდენტი ერთ–ერთი ფესვია, რომელიც თვითონ ერთ მთლიანობას ასაზრდოებს და თავის თავში მოიცავს წარულ გამოცდილებას და სამომავლოდ აქვს იმის საშუალება რომ ნაყოფი გამოაღებინოს მას.
საქართველო ახლა იწყებს აღმასვლას, ნელა, მაგრამ მაინც. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველა პროფესიის სტუდენტის თავისივე ნიჭისა და უნარის მიხედვით მოახერხოს თვითრეალიზაცია, დასაქმება და შემდგომი წარმატება. იგი არჩევანში და სხვა ყველა შემთხვევაშიც თავისუფალი უნდა იყოს. სტუდენტი თავისთავად არის მიზანიც და საშუალებაც, რადგან ძლიერი და თავისუფალი სტუდენტი გარანტია მომავალში ძლიერი და თავისუფალი საზოგადოებისა და სახელმწიფოსი, რომელიც თავის სიტყვას აუცილებლად არაერთგზის იტყვის.
http://www.patriots.ge/?p=509
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.