პირველ რიგში მინდა დავწერო რომ აქ ჩამოთვლილ არცერთ ადამიანს ან მის დამსახურებას ქვეყნის წინაშე არ ვაყენებ შეურაცხყოფას და ამაზე ნუ შემეკამათებით. Warning - Do not try this at home.
ეხლა საქმეზე გადავიდეთ.
მინდა შევეხო ქართულ ეროვნულ სენს. ე.წ ლიდერის გაგიჯებას ხალხის მიერ და ხელოვნურად ვინმეს გმირად ან რაღაც მესიად აღიარებას.
დავიწყოთ:
1. აკაკი წერეთელი - იმის და მიუხედავად რამდენად დიდია ამ ადამიანის დამსახურება ქვეყნის და ერის წინაშე ყველას ნანახი გვაქვს ალბათ კადრები სადაც ის რომელიღაცა რაიონში ვიზიტისას სკამზე დასმული... ხელში ატაცებული დაჰყავთ... დაარბენინებენ თოჯინასავით სოფელ-სოფელ აღმა-დაღმა.
------------
2. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.
ნორმალური ადამიანი. უზომოდ დიდი პატრიოტი და ქვეყნის სიყვარულით გაჟღენთილი ადამიანი. აქაც იგივე სურათი გვხვდება - ფანატიკოსი და სიგიჟემდე მისული ქართველები... მისი ფოტოების ფრიალი, კისერზე ჩამოკიდებები... დილიდან ღამემდე ამ ადამიანის სახელის სკანდირება ყელის ჩახლეჩამდე. განსაკუთრებით ქალების მხრიდან... ეროვნულ სიგიჟეში გადაზრდილი ქმედებები მისი მომხრეების მხრიდან და ამ ადამიანის პირდაპირი მნიშვნელობით გაგიჟება მისი "ფან-კლუბის" მიერ.
ადამიანს რომელსაც რამოდენიმე თვის წინ აღმერთებდნენ ქართველები... რამოდენიმე დღეში ღალატობენა და აგდებენ ნაჭამი კომშივით.
3. ედუარდ შევარდნაძე - 20 წლით უკან-მომავალში კომკაშირის დატუნინგებული ელემენტებით.
ჩამოჰყავთ ქვეყანაში ადამიანი რომლიც მთელი ცხოვრება ემსახურებოდა საბჭოთა კავშირის მხოლოდ ფურცელზე არსებულ დიდებას... სრულიად საქართველო იკიდებს ფეხებზე სისხლით და ახალგაზრდების სიცოცხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და ბრუნდება ისევ ღორლანდიის სარტყელზე.
ამ შემთხვევაშიც ვხვდებით იგივე ქართულ ფენომენს და ერთ მშვენიერ დღეს ხდება ის.... რა დონემდე შეიძლება დაეცეს ქართული უტვინობა და იდიოტიზმი... იბადება ახალი გმირი, ლეგენდა, მხსნელი, მესია და ვხედავთ რუსთაველის გამზირზე შეკრებულ მინიმუმ 50 000 მუხლებზე დაჩოქილ ქართველს რომელიც თვალებში შესციცინებს და დაჩოქილი ეხვეწება მის ახალ მესია ე. შევარდნაძეს.
4. უბრალოდ მიშა.
ქართული ისტორიის მორიგი შედევრი.
20 წლიანი დაუნიზმის, პურის და ნავთის რიგებში, წყლის ვედრებით თრევის, ეზოში საბურავების დაწვის და ლამფის შუქზე გატარებული დროის შემდეგ ქართველები როგორც იქნა ხვდებიან რომ შეცდომა დაუშვეს და ქვეყნის მოსახლეობის წლების განმავლობაში ტანჯვა-წამების ხარჯზე გასიებულ ედუარდს და მის გარემოცვას პანღურით აძევებენ.
აქ ხალხისთვის იბადება ახალი მესია და მხსნელი მიშა.
დაააა ისევ ქართული ეროვნული სიგიჟის მორიგი შედევრი: ზღვა ხალხის ტალღებს შორის ამაყად მიმავალი პრეზიდენტი და მის კისერზე ჩამოკიდებული ტინკიცი ქალები... სახელის სკანდირება... სურათების ფრიალი და სახეშეშლილი ფან-კლუბის ხმაჩახლეჩილი ბღავილი, ფანდურზე მომღერალი ბაბოები Youtube-ზე და ა.შ
5. ზი ბესტ ოფ ჯეორგიან იდიოტიზმ.
ზემოდ ჩამოთვლილ ფილარმონია ხალხთან რა მოსატანია მაგრამ... არ შეიძლება არ შევეხოთ ისეთ ეროვნულ ღლეობას როგორიც ჩეფჩიკაა...
ალბათ ყველამ ჩვენი თვალით ვიხილეთ რაღაც ოთხ კედელს შორის გამოკეტილი (თუმცა ღამ-ღამობით საგულაო გამოპარული) მასხარა. ისევ და ისევ ვიღაც ტინკიცი ქალის მიერ წმინდა გიორგიდ შერაცხვა (ეს რათქმაუნდა შეიფერა ახალმა მესიამ)... ეროვნულ სტადიონზე შეკრებილ 100 000 ადამიანთან ხელში ატაცებული შეყვანა და სახელმწიფო დროშის გადათელვა... სტადიონზე და სახელწიფო დროშაზე მოჯირითე ჩეფჩიკა და მასში შესული სული წმინდისა (ისე მაინტერესებს გამოვიდა თუ ისევ შიგა აქვს ჩეფჩიკას სული წმინდისა?).
ამ შემთხვევაში ქართველებს ეყოთ აზროვნება და დროულად მიხვდნენ ღლეობას... ამჯერად გადარჩა საქართველო მთავრობაში ჯამბაზის მოსვლას.
ამით ვამთავრებ... და ბოლოს... რეალში მოდის გენიალური საფეხბურთო მოღვაწე ფლორენტინო პერესი... მოდიან ზინედინ ზიდანი და ხორხე ვალდანო... და მათთან ერთად...

ეს რა შუაში იყო საერთოდ...
და ბოლოს..........
იბადება შეკითხვა: -----> ვინ იქნება შემდეგი?
ვინ იქნება ის ახალი მესია და მხსნელი... ვის აირჩევს "ბრძენი" ქართველი ერი ახალ მესიად? ვისზე გაგიჟდება სრულიად საქართველო? ვის შეუქმნიან ახალ ფან-კლუბს? ვის დაუცურდა ბანანის ქერქზე ფეხი? <--- ესეც რა შუაში იყო?
მოკლედ სულ ესაა რაც მინდოდა მეთქვა.
როდემდე აპირებს ბრძენი ქართველი ერი ვიღაცეების გაგიჟებას და კულტად ქცევას და შემდეგ ამ მესიის ღალატს და გაყიდვას 30 ვერცხლად?
არ დაიღალეთ?

ვინ იქნება შემდეგი?
This post has been edited by B_A_L_U on 19 Apr 2011, 13:45