ziriroვახანია არ ვიცი. ეს დოკუმენტი ნახე, ცალკე თავია რატიშვილზე
8. მერაბ რატიშვილის საქმე
მერაბ რატიშვილი 2007 წლის 26 ოქტომბერს დააპატიმრეს. მას ბრალი დიდი რაოდენობოთ ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ფლობასა და მოხმარებაში დასდეს. 2008 წლის 15 ივლისს თბილისის სამოქალაქო სასამართლომ რატიშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 260-ე მუხლის მე-3 პარაგრაფის ა პუნქტით - “ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვა”. პოლიციამ ჩხრეკის დროს მის მანქანაში აღმოაჩინა 0,026 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც შეიცავდა მეტადონს, ხოლო მისი სახლიდან კი ასევე მეტადონის შემცველი 8,4380 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.
რატიშვილი 2003 წლამდე მოსკოვში ცხოვრობდა (სადაც მისი შვილები ცხოვრობენ), ის საქართველოში ყოფილი პრემიერ მინისტრ ზურაბ ჟვანიას თხოვნით დაბრუნდა. რატიშვილს მჭიდრო კავშირი ჰქონდა როგორც მთავრობის ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებთან. 2007 წლის 26 სექტემბერს, მან დაარსა “თბილისის სადისკუსიო კლუბი”, გახდა ოპოზიციის უფრო აქტიური მხარდამჭერი და ფინანსური დახმარებაც გაუწია მას.
რატიშვილი დარწმუნებულია, რომ მისი დაპატიმრების მიზეზი მის მიერ პოლიტიკური საქმიანობის განახლებას და ოპოზიციის მხადაჭერას უკავშირდება. მისი სახელი ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად დასახელებულ ადამიანთა პირველ სიაში იყო მოხსენიებული. სიაში ასევე მოხსენიებული იყვნენ: შალვა რამიშვილი, ნორა კვიციანი, ჯონი ჯიქია, მარლენ ნადირაძე, ილია წუწუმია, რევაზ კლდიაშვილი, არჩილ ბენიძე და დემურ ანთია.
რატიშვილი ამტკიცებს, რომ მას ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაუდეს და მოსთხოვეს, ეღიარებინა, რომ ის რუსეთის ჯაშუში იყო. იმ შემთხვევაში თუ ეს დამტკიცდა, ნათელი გახდება, რომ ნარკოტიკულ ნივთიერებებს ამ საქმეში მეორეხარისხოვანი დატვირთვა ჰქონდა. რატიშვილის ადვიკატის განცხადებით, პარლამენტის წევრ კახა კუკავასთან საუბარში რატიშვილის მოსაზრება ქართველმა ჩინოვნიკებმა დაადასტურეს. რატიშვილს სახლში პასპორტები და სხვა დოკუმენტებიც ჩაუდეს. აღმოჩნდა, რომ დოკუმენტებში გარკვეული მონაცემები და ინფორმაცია არათანმიმდევრულია. მაგალითად, ერთი პასპორტის თანახმად, რატიშვილი კოტ-დივუარში იმყოფებოდა, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. ყალბ დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოძიება არ ჩატარებულა.
კანონდარღვევები პატიმრობისა და სასამართლო პროცესის დროს
რატიშვილი ოფიციალურად ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. თუმცა, პოლიციამ მისი პერსონალური კომპიუტერი, დოკუმენტები, პრინტერი გაჩხრიკა და ასევე დაინტერესდა პოლიტიკური პარტიის ლოგოიანი მაისურებითაც. ზოგიერთი დოკუმენტი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გააგზავნეს, საიდანაც მოვიდა პასუხი, რომ დოკუმენტები სახიფათო ინფორმაციას არ შეიცავდა.
რატიშვილის ადვოკატი განმარტავს, რომ მისი დაპატიმრების დროს პოლიციამ გაჩხრიკა რატიშვილის მანქანა და ბინა. რატიშვილმა მოითხოვა, რომ ჩხრეკას (კანონის მოთხოვნის შესაბამისად) დასწრებოდა ორი გარეშე პირი, მაგრამ პოლიციამ ამაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ მოწმეებს შეიძლება სამხილი წაეშალათ. იმის გათვალისწინებით, რომ სახლის ჩხრეკას 10 პოლიციელი ესწრებოდა, ნაკლებ სავარაუდო იყო, რომ ორ მოწმეს სამხილების წაშლის შესაძლებლობა ჰქონოდა.
რატიშვილის მტკიცებით, ციხეში ყოფნისას მას ესტუმრნენ მმართველი პარტიის წევრები და მოსთხოვეს პოლიტიკური ოპოზიციი ლიდერების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებები მიეცა. ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მასალები „ფედერაციას“ არ გააჩნია.
მერაბ რატიშვილი ოპოზიციის 2007 წლის 2 და 7 ნოემბრის აქციების დაწყებამდე დააპატიმრეს. აქციები პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომით დასრულდა. მიტინგების დაწყების წინა პერიოდში შეავიწროვეს ოპოზიციის არაერთი აქტივისტი, რომლებიც [ხელისუფლების მიერ] მიჩნეულ იქნენ პოლიტიკური სტაბილურობისადმი საფრთხის შემცველ პირებად. სწორედ ამ დროს დააპატიმრეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ოპოზიციის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი და ქვეყნის დატოვება აიძულეს.
რატიშვილი ამტკიცებს, რომ ციხეში ყოფნის დროს, მმართველი პარტიის წევრებმა მას ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, ცრუ განცხადებები გაკეთება მოსთხოვეს.98 თუმცა, ამ ინფორმაციის დადასტურება “ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ” ვერ მოახერხა.
ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით რატიშვილის დაკავება მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდებოდა
პარლამენტის ყოფილ წევრ კახა კუკავას რამდენიმე ჩინოვნიკთან ჰქონდა საუბარი, რომლებმაც მას უთხრეს, რომ რატიშვილი სინამდვილეში მისი ჯაშუშური საქმიანობის გამო დააპატიმრეს, ხოლო ნარკოტიკების შეძენა-შენახვა მხოლოდ საბაბი იყო. ამ პირებმა ასევე განაცხადეს, რომ როგორც კი რატიშვილის ჯაშუშური საქმიანობის დამტკიცებას შეძლებდნენ, მაშინვე მოუხსნიდნენ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ბრალდებებს.
პატიმრობის დროს რამდენიმე ჩინოვნიკი რატიშვილთან ციხეში მივიდა და მას [ხელისუფლების] პოლიტიკური ოპონენტების მხილების სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზა. მათ რატიშვილს მოსთხოვეს მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა საკუთარი სტატიების შესახებ, რომლებიც 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს ეხებოდა. რატიშვილს არაფერი აღარ უთქვამს მისი სტუმრების ვინაობის შესახებ.
მისიის დასკვნები
“ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციას” არ გააჩნია საკმარისი სამხილი, რათა ამტკიცოს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რატიშვილის დაკავების ფაქტს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდნენ. “ფედერაციის” აზრით, კუკავას ჩვენება გადამწყვეტია ამ ინფორმაციის დასადასტურებლად.
თუმცა, მისიამ მხედველობაში მიიღო შემდეგი ინფორმაცია:
- მერაბ რატიშვილი დაპატიმრების წინა დღეებში პოლიტიკურად განსაკუთრებით აქტიური იყო
- მისი დაპატიმრება მასობრივი ოპოზიციური დემონსტრაციების (რომლის წინააღმდეგ მძიმე რეპრესიებს მიმართეს) დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა
- იგი ამტკიცებს, რომ პოლიციამ მას ნარკოტიკები მანქანაში და სახლში ჩაუდო
- საქართველოს სახალხო დამცველი მხარს უჭერს ამ ვერსიას და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტი 2007 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში დააპატიმრეს და ნარკოტიკების უკანონო შენახვისთვის გაასამართლეს
- გამოძიების დროს გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა
- ჩხრეკას არ ესწრებოდნენ მოწმეები, რაც კანონდარღვევაა
- პოლიციამ რატიშვილს ჩამოართვა ნივთები, რომელიც მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდა, ეს იყო კომპიუტერი, პოლიტიკური შინაარსის მქონე ფლეირები და მაისურები
- მერაბ რატიშვილის მტკიცებით, ქართველმა ჩინოვნიკებმა მოსთხოვეს მას ეღიარებინა, რომ ის რუსეთის ჯაშუში იყო და მიეცა ცრუ ჩვენება ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ
- ამავე პერიოდში ოპოზიციის ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი იძულებული გახდა ქვეყანა დატოვებინა, მას შემდეგ, რაც ის პატიმრობაში იმყოფებოდა. მან პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთში მიიღო
“ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის” ფაქტების დამდგენი მისია დარწმუნებულია, რომ მერაბ რატიშვილი სრულიად გაყალბებული და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის მსხვერპლია.
=
ეს სრული ორიგინალი
http://www.fidh.org/IMG/pdf/PolPrisGeorgia.pdf=
This post has been edited by Moor on 20 Apr 2011, 01:54