რა არის პედოფილია და როგორ უყურებს ეკლესია სექსუალურ უმცირესებობებს, არიან თუ არა ეკლესიაში ისეთი მამები, რომლებიც თავისი საქციელით პატრიარქის ავტორიტეტს ზიანს აყენებენ. რატომ მოდის ერთმანეთთან დაპირისპირებაში, მართლმადიდებლური ეკლესია და ლიბერალური ფრთა. რამდენად ტოლერანტული საზოგადოება ვართ და უნდა გამოცხადდეს თუ არა მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად, ამ და სხვა საინტერესო თემაზე “პრესა.ჯი”-ს მამა დავით ისაკაძე ესაუბრა:
- მამა დავით, როგორ შეაფასებთ დღევანდელი საქართველოს სულიერ მდგომარეობას, რამდენად მორწმუნენი ვართ?
– კმაყოფილება რომ გამოვხატოთ, სარწმუნეობრივი თვალსაზრისით, მართლები არ ვიქნებით. თუმცა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოდის ეკლესიაში. არაერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ვყოფილვარ და ახალგაზრდების ასეთი მოზღვავება, პრაქტიკულად არ მინახავს.
– ხშირად ამბობენ, რომ დღეს, ახალგაზრდობა გარყვნილების გზაზეა დამდგარი, რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
– თანამედროვე მასმედიის საშუალებების მხრიდან, არის ძალზე დიდი მცდელობა, საზოგადოების გარყვნის, მათ შორის ბავშვებისაც. დიდი ხანია გვაქვს პოლემიკა, სასამართლოში შეგვაქვს სარჩელები, სკოლაში სექსუალური აღზრდის შესახებ. უამრავი წიგნი ვნახეთ, სადაც პირდაპირ არის ფოტოსურათები და ტექსტები, თუ როგორ უნდა გაირყვნას მოზარდი. ერისთვის ეს დიდი ტრაგედიაა. თუ ლაპარაკია პირად ჰიგიენაზე და სხვა პიკანტურ თემაზე, ამისთვის უნდა არსებობდეს პოლიკლინიკაში კაბინეტები, სადაც შეიძლება მივიდეს ბავშვი და გაერკვეს მისთვის საინტერესო საკითხში, სკოლებში კი ამის სწავლება, დაუშვებელია.
– ამის ერთ-ერთ ინიციატორს პედოფილი უწოდეთ, ჟურნალ “ლიბერალში” ამას გამოეხმაურა ნინია კაკაბაძე, რომელიც ბოდიშის მოხდას გთხოვთ...
– ეს რომ იყოს ისეთი საგანი, რომელიც შეიძლება ეხებოდეს ადამიანის კონკრეტულ ცოდვას, რომელზეც საჯაროდ მივაყენე შეურაცხყოფა, აუცილებლად მოვუხდიდი ბოდიშს, მაგრამ როდესაც ადამიანი მიზანმიმართულად მოუწოდებს საზოგადოებას, რომ მოხდეს ბავშვების სექსუალური აღზრდა, ეს უკვე მთელ ჩვენს მომავალ თაობას ეხება. არ არის აუცილებელი, საქმით ჩაიდინო რაიმე ცოდვა. თუ შენ ცოდვას ქადაგებ, ესეც ცოდვის ტოლფასია. სახარებაში არის ასეთი ციტატა, რომ ვინც გულისთქმით შეხედავს ქალს, იმრუშებს. საუბარი მიდის ისეთ თემაზე და ადამიანის ისეთ ცოდვაზე, როდესაც მარტო თვითონ კი არ ზიანდება ამ ცოდვით, არამედ უამრავი ადამიანის სულიერ გარყვნასაც ეწევა.
– მაშინ გოგი გვახარიას სხვა სახელი დავარქვათ, მაგალითად ცოდვილი და არა პედოფილი, რომელიც ისეთ ადამიანს ნიშნავს, ვისაც ბავშვთან აქვს სექსუალური კავშირი.
შირად არის დაპირისპირება ლიბერალურ ფრთასა და ეკლესიას შორის, რა არის ამის მიზეზი?
– ღმერთმა ჩვენ მოგვცა თავისუფალი ნება, არჩევანის საშუალება, ვიყოთ ღვთისნიერები ან პირიქით. როდესაც კონკრეტული პიროვნება, ან საზოგადოების გარკვეული ნაწილი, თავის პოზიციებს, თავის მოსაზრებებს ეკლესიას ახვევს, ეს ყოვლად დაუშვებელია და იწვევს დაპირისპირებას.
– “ლიბერალიზმი” თავის მხრივ ადამიანის თავისუფლებას ქადაგებს...
– ზოგს თავისუფლება ესმის, როგორც თავისუფლება რწმენისგან, თავისუფლება ზნეობისგან და თავისუფლება ეროვნულობისგან, რა ვქნათ?
– ეკლესიას ხშირად აგრესიის გამოვლინებაში ადანაშაულებენ...
– ჩვენ გვაქვს მკაცრი სწავლება, მხოლოდ ცოდვასთან მიმართებაში ან პიროვნებასთან რომელიც, მიუხედავად არაერთი შეგონებისა, აგრძელებს ეკლესიის შეურაცხყოფას, ან რაიმე ცოდვის გაღვივებას საზოგადოებაში. ასეთ პიროვნებას შედარებით მკაცრად დაველაპარაკებით. რადგანაც მაცხოვარიც სწორად ასე იქცეოდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ძალადობის მომხრენი ვართ. მკაცრი ტონი არ ნიშნავს ძალადობა
უნდა გამოცხადდეს თუ არა მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად?
ვრცელი და საკამოდ საინტერესო ინტერვიუ არის, არც ისეა რა როგორც ქუხს. მთლიანი მასალი ნახვა თავისი კომენტარებით აქ შეგიძლიათ.
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=4510
უოტსონ, ჩემო კარგო, უოტსონ! ეს ხომ ელემენტარულია...
რაც უნდა თქვან შენზე ... იყავი თანაბრად გულგრილი ქებისა და ძაგების მიმართ.