#25072943 · 20 Apr 2011, 20:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ხშირ შემთხვევაში სააკაშვილი საკუთარი ნაბიჯებით ხელს უწყობს მოვლენების რადიკალიზაციას. მას ალბათ სურს, რომ საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილი რადიკალური მოთხოვნებით გამოვიდეს ქუჩაში, შემდეგ ეს გადაიზარდოს ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნაში და აქ გაჩნდეს რუსული ხელი. სააკაშვილს სურს, დასავლეთისთვისაც და შიდა საზოგადოებისთვისაც განაცხადოს, რომ, ეს არის რუსეთის მიერ 2008 წელს დაწყებული ხელისუფლების შეცვლის პოლიტიკის გაგრძელება და ამით მხოლოდ საკუთარი თავი წარმოაჩინოს ქვეყანაში სტაბილურობის შემქმნელად. რაც არ გამოუვა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართველი საზოგადოება დღეს ბევრად უფრო მომწიფებულია. მსოფლიო საზოგადოება კი უკვე კარგად ფლობს სააკაშვილის ტაქტიკას." - ირაკლი ალასანია.
This post has been edited by madlen_nuka on 20 Apr 2011, 22:35
|