ყირგიზ დეპუტატებს პარლამენტიდან ბოროტი სულების განდევნა 15–15 დოლარი დაუჯდათ
21/04/2011 12:21
21 აპრილის დილას ყირგიზმა დეპუტატებმა ბოროტი სულების გასადევნი რიტუალი ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას 24.kg.org ავრცელებს.
მსხვერპლშეწირვის მსგავს რიტუალს შვიდი ცხვრის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა, უცნობია, კონკრეტულად სად დაკლეს ეს ცხოველები.
პარლამენტის სპიკერის, კელდიბეკოვის განცხადებით, რიტუალის დროს დახარჯული ფინანსების ასანაზღაურებლად თითოეულ დეპუტატს 700 სომი (ყირგიზული ვალუტა), ანუ 15 აშშ დოლარი, ხელფასიდან ჩამოეჭრება. პოლიტიკოსების განცხადებით, ძირითადად თანხები ცხვრების ყიდვაში დაიხარჯა, ხოლო დანარჩენი ქველმოქმედებას მოხმარდება.
თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია, რა გახდა რიტუალის ჩატარების საბაბი და რიტუალის შემდეგ, გაიწმინდა თუ არა აურა პარლამენტის შენობაში.
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=2498&Itemid=1ლიცემერი: ვაუ, იაფად გამოსულან .

ჩვენი პარლამენტიდან ბოროტი სულების : გოგორიშვილი, მაჭავარიანი, წერეთელი, უფრო სწორად, უმრავლესობის გასადევნად ცხვრების დაკვლით ვერას გახდები, სხვა რიტუალია ჩასატარებელი
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.