შემეძლო ეს პოსტი რომელიმე თემაში დამეწერა, რადგან ის აქ ნებისმიერ თემას ერგება. მაგრამ იქნებ ასე უფრო დავინახოთ ყველამ და გავაცნობიეროთ - რისი თქმაც მინდა. რა ვი, თუ ძალიან ხმამაღალი ნათქვამი არ არის.
ყველა თემაში მიდი კამათი სხვადასხვა თემაზე. ზოგ მათგანს მოდერი აგვარებს, ზოგს თავად მოკამათე მხარეები, ზოგი კი მიდის პირად შეურაცხყოფამდე და მართლა ცილისწამებამდე. ანუ საერთოდ სურათი ასეთია - ორი ქრისტიანი ერთმანეთს უმტკიცებს ურთიერთსაწინააღმდეგო აზრს და ვერ აღწევენ რა შეთანხმებას გადადიან ერთმანეთის ლანძღვაზე. თან ორივე ფიქრობს რომ ეს ღვაწლია და ამით ღმერთს რაღაც სამსახურს უწევენ. ამ აზრით ანთებულები უფრო და უფრო მეტად განიკითხავენ ერთმანეთს. მერე შეიძლება რომელიმე მივიდეს კიდეც მოძღვართან და გულმოდგინედ დეტალებში მოუთხროს, თუ როგორ დაამარცხა კამათში მოწინააღმდეგე.
ეს სიტუაცია არის მინიმოდელი დღეს რეალურ ცხოვრებაში არსებული მდგომარეობისა. ორი სხვადასხვა მოძღვრის სულიერი შვილები თუ შეხვდნენ ერთმანეთს - ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად მიდის კამათი, თუ რომლის მამაო უფრო მაგარია, რომ ის ასეა, ეს ასეა.
კარგით რაა, ერთი ბეწო ქვეყანა ვართ, ერთი ბეწო მრევლი
ნუ ვიჩხუბებთ, ნუ ვიკამათებთ
რა მაგალითს ვაძლევსთ ათეისტებს? ეუბნები - მოდი იწამე ღმერთი, იყავი ქრისტიანი -და გავდივართ მეორე თემაში და თავებს ვაგლიჯავთ ერთმანეთს.

ვიყოთ მშვიდად არ შეიძლება? ვუთხრათ ერთხელ - გაიგებს? კარგია, არ გაიგებს და არა უშავს.
დათიკო - მაპატიე - თუ მსგავსი თემა არის განყოფილებაში უბრალოდ დახურე და მორჩა
ან თუ არ შეესაბამება განყოფილების ფორმატს - ნუ თავად გადაწყვიტე

პ.ს. ნუ ყველა თემაში არ ხდება ასე, მაგრამ ხშირად მინახავს ასეთი სიტუაცია.