ჰეი, თქვენ ლიბერალებო, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრე პატივცემულო პოლიტ იუზერებო!!!
ეს არ არის ხელისუფლების მიერ ქვეყნის საბანკო სისტემის წინაშე მიმართული ეკონომიკური დივერსია?
ეს არის ბიზნესის ხელშეწყობა ?
ასე უწყობს ხელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას?
სამწუხაროდ ძალიან ბევრი მაგალითია, თუ როგორ ედირექტორება და როგორ ძალადობს ხელისუფლება ბიზნესზე...
თქვენ კიდევ ................. ვითარდებაო და ვითარდებაო თავისუფალი ბიზნესიო საქართველოში
ეხ...

------------------------------------------------
http://www.kvirispalitra.ge/economic/11575...nebisthvis.htmlბანკებს პირველადი იპოთეკარის უფლება აღუდგებათ. პარლამენტში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ოთხი თვის წინ კანონში შეტანილი ცვლილება ისევ უნდა შეიცვალოს.შარშან ოქტომბერში ხელისუფლებამ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისას უპირატესობა ბიუჯეტის სასარგებლოდ დაგროვილ ვალდებულებებს მიანიჭა, რაც ნიშნავდა, რომ ბანკებს სესხების განსაზღვრული ნაწილი არაუზრუნველყოფილი დარჩებოდათ. ოთხი თვის განმავლობაში მოქმედმა ცვლილებამ ბანკ "ქართუს" 150 მილიონი ლარის ზარალი უკვე მიაყენა.
----
ეს იმ კომპანიების ჩამონათვალია, რომელთა უძრავი ქონებაც კანონის მოქმედების ოთხთვიან პერიოდში სახელმწიფომ მიისაკუთრა, თუმცა, თუ მათი მფლობელების ვინაობას გავითვალისწინებთ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ "მისიის შესრულების" შემდეგ ეს ქონება ისევ მეპატრონეებს დაუბრუნდებათ.
- "ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსი" (როგორც სესხის უზრუნველყოფის ობიექტი, შეფასებულია 9.642.000 ლარად);
- "კავკაზუს სერიალ კომპანი" (10.895.000 ლარი);
- "ვიაესტ-ვიტა" (703.000 ლარი);
- "ხოხობი" (2.089.000 ლარი);
- "საქართველოს ღვინოები" (2.083.000 ლარი).
ჩამოთვლილი ობიექტები პრეზიდენტის რჩეულ პოეტს, ბიზნესმენსა და პარლამენტის წევრ სერგი კაკალაშვილს ეკუთვნოდა. კანონში შესული ცვლილების შემდეგ, სახელმწიფომ აუქციონზე გასაყიდად პირველად სწორედ კაკალაშვილის იპოთეკით დატვირთული ქონება გაიტანა და ვინაიდან მყიდველი არ გამოჩნდა, ის სახელმწიფოს გადაეცა.
- სამკერვალო ფაბრიკა "ლაურა ღაჭავა" (5.790.000 ლარი);
- "პირიმზე" ვეკუას ქ. #3 (12.500.000 ლარი);
- "პირიმზე" არაყიშვილის ქ.#8 (1.990.000 ლარი);
- "პირიმზე" მელიქიშვილის ქ.#10 (5.000.000 ლარი);
- "პირიმზე" მელიქიშვილი ქ.#5 (5.150.000 ლარი);
- "პირიმზე" ჭავჭავაძის "#29 (7.300.000 ლარი);
- "პირიმზე" ჭავჭავაძის #33 (9.950.000 ლარი);
- "სამკურნალო კომბინატი" ქავთარაძის ქ.#16 (18.140.000 ლარი);
- "ეკრანი" ჭავჭავაძის #60 (8.000.000 ლარი).
სახელმწიფოს ვალში გაყიდული ეს ობიექტები კი ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ეკუთვნოდა, რომელიც კრიმინალური პოლიციის უფროსის ირაკლი კოდუას დედაა. კიდევ ერთი ობიექტი, რომელიც "ქართუში" იპოთეკით იყო დატვირთული და სახელმწიფომ მიისაკუთრა, კომპანია "ინტერპლასტია" (6.390.000 ლარი), რომლის პარტნიორი და 13%-იანი წილის მფლობელი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელია.
------------------------------
P.S. ბოლო ინფორმაციით, „ქართუ ბანკში“ სააღსრულებლო ბიუროდან შეტყობინება მიიღეს. აუქციონზე ბანკის კიდევ ერთი მოვალის 41 ობიექტი გადის. საუბარია ბანკის მიერ იპოთეკით დატვირთულ შპს „ვაზი 2002“-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე. აგრეთვე, აუქციონზე გადის იჯარის უფლება იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც საწარმოს 49-წლიანი იჯარით ჰქონდა აღებული (სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს „ვაზი 2002“-ის 90-%იანი წილი სს "ოკამს", ხოლო 5-5% - ორ ფიზიკურ პირს ეკუთვნის).
-------------------------------------
ბიზნეს ვუწყობთ ხელს ხომ პატივცემულებო????
This post has been edited by gogilord on 12 Mar 2012, 15:36