გამარჯობა ბატონებო. გამიჩნდა თემის გახსნის იდეა, რომელშიც დაწვრილებით იქნება განხილული ესა თუ ის იარაღი ან საბრძოლო კომპლექსი. ეს შესაძლებლობას მოგვცემს გავუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი ცოდნა.
დავიწყებ ჩემი ფავორიტი იარაღით:
XM 8
ტიპი: assault rifle-შემტევი შაშხანა
კალიბრი-5.56x45 მმ NATO
წონა-2,6კგ.(ცარიელი მჭიდით)
სიგრძე-838მმ.
ლულის სიგრძე-318მმ
ავტომატური მოქმედება ხდება პოროხის აფეთქებისგან გამოყოფილი გაზების საშუალებით.
სროლის სიხშირე-750 გასროლა წუთში.
მჭიდი-30 ვაზნიანი სტანდარტული ან 100 ვაზნიანი სპეციალური.
xm 8 კომპოზიტური მასალებისაგან შექმნილი ახალი თაობის მოიერიშე შაშხანაა რომელიც 2002 წელს დაპროექტდა გერმანულ-ამერიკული კომპანიების (Heckler & Koch, Alliant Techsystems) მიერ, მისი რამდენიმე მოდელი გამოშვებული იქნა 2003-2004 წლებში. გადიოდა შემოწმებას ნატოს სპეციალისტების მიერ და დადებითი შეფასებაც მიიღო მისი სიმსუბუქის(კომპოზიტური მასალების წყალობით) და სროლის სიზუსტის გამო.
იმედოვნებდნენ რომ შაშხანა გახდებოდა არმიის სტანდარტული იარაღი, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო პროექტი დაიხურა 2005 წელს.

აგრეთვე არსებობს მისი რამოდენიმე ვარიანტი.
This post has been edited by xeagle on 19 Apr 2011, 19:34