გამარჯობა ბ-ნო თამაზ, მე მეთამაშიმინდა ვარ. პირველად აქ თქვენი თემების გამოჩენა როცა დაიწყო, მე ვცდილობდი დამეცვა თქვენი პოზიცია. ვეუბნებოდი ამათ, რა გინდათ 1600 ლარს უხდის თავის თანამშრომლებს, ძაღლებს პატრონობს და ვლავირებდი თქვენ წინააღმდეგ წასულ იუზერებში დამკვირდებულ აგრესიაზე.
ერთი თხოვნა მაქვს, ამ ფორმუმზე ცალსახად მარტო ისეთი ტროლები ან ცისფერები არ პოსტავენ, რომლებიც თქვენ გაღიზიანებთ. არიან განსხვავებული აზრის მქონდე ადამიანებიც. ამიტომ, თქვენი მხრიდან უხერხულია ფორუმში განაზოგადოთ ყველას ნიკი-ეძახოთ ცისფერები და ელჯიბითი თემის წარმომადგენლები. (ამით თქვენ უნებლიედ ცისფერებს დასცინით და არა ამათ)
მე თუ დამიჯერებთ, თუ გინდათ რომ ამათმა ყურადღება არ მოგაქციოთ, მაშინ თქვენი მხრიდან იგნორი საუკეთესო გამოსავალია. მგონია მაინც რომ თავს იტყუებთ, და გინდათ რომ ამათთან ერთად თქვენც ერთობოდეთ, თუ ასე არ არის, მაშინ რითი ავხსნა ეს გადამეტებული ყურადღბა? მართლა გჯერათ, რომ მათმა ტროლინგმა გამოიწვია თქვენს წინააღმდეგ აგრესია? ფაქტია, თავზე ურტყით თქვენ თანამშრომელს-ესენიც პირიქით, ჰუმანური მოტივებით, გაბრაზებულებმა ეცადნენ თქვენ გაშაყირებას. და დამიჯერეთ, მარტო ესენი არ აღშფოთებულან თქვენი საქციელით. გადახედეთ ფბ-ს, ყველა მაგაზე ღადაობდა.
ღრმა ფსიქოლოგიურ-ფროიდისეულ ანალიზს თუ ჩავყვებით, თქვენი საქციელით იმ დაუოკებელი ადამიანის დამცირების სურვილს იკმაყოფილებთ, რასაც კამერები წინ ბადრისთან ვეღარ ბედავთ. შეეშვით ამათ, შეეშვით ადამიანის დამცირებით სიამოვნების მიღებას და თქვენც შეგეშვებიან.
This post has been edited by MeTamashiMinda on 7 May 2018, 21:52