#25114309 · 23 Apr 2011, 01:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადმინ გთხოვ პირველ რიგში ეს თემა ცოტა ხნით აცოცხლე.
ფორუმლებო გთხოვთ პატარა დახმარება აღმომიჩინოთ. არცთუ ისე დიდი ხანია რაც ჩემით ავითვისე ისეთი გენიალური ინსტრუმენტი როგორიც არის გიტარა.
ძალიან გთხოვთ ვინც იცით დამიწეროთ ისეთი ინგლისურენოვანი სიმღერები რომლებიც დამწყებისთვის დასაკრავად შედარებით ადვილი იქნება, როგორც რიტმის თვალსაზრისით, ისე აკორდების მხრივ.
სასურველია სიმღერები იყოს მელოდიური, რიტმული და სასიამოვნო მოსასმენი. აქვე დავწერ იმ სიმღერებს რისი სწავლაც მოვახერხე ჯერჯერობით და ალბათ სიმღერების მიხედვით მიხვდებით რა სირთულის სიმღერები შემიძლია რომ დავძლიო და შესაბამისად გთხოვთ ამ სირთულის შესაბამისი სიმღერები დამიწეროთ.
Helloween - Windmill Muse - Unintended Leonard Cohen - Hallelujah Mark Anthony and Tina Arena - I want to spend my lifetime loving you
|