საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" ქუთაისი
ისტორია
”ტორპედო ქუთაისი” - სადაც ფეხბურთი დღესასწაულია“ტორპედო ქუთაისი” 1946 წელს ჩამოყალიბდა და უკვე 1949 წელს საქართველოს იმჟამინდელი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ტორპედოელთა ასპარეზობაზე ცნობილი მიმომხილვევლი ო.სერგეევი წერდა: "რომ არსებობდეს პრიზი ჩემპიონატის ყველაზე უფრო სენსაციური შედეგისთვის, მას უსათუოდ დაიმსახურებდნენ ქუთაისელი ფეხბურთელები.”
1964 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა უძლიერეს ფეხბურთელთა სია, სადაც ქუთაისის “ტორპედოდან” ხუთი ფეხბურთელი მოხვდა: რევაზ ურუშაძე, ი.ლოსაბერიძე, ს.კუტივაძე, ჯ.ხერხაძე და ვ.ჩხარტიშვილი. ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში არაერთხელ იყვნენ დასახელებული სხვადასხვა თაობის ტორპედოელები: გ.ცხოვრებოვი, რ.ძოძუაშვილი, ჯ.ხერხაძე, ს.კუტივაძე, გ.ნოდია, თ.სულაქველიძე, თ. კოსტავა და სხვები. ხოლო რამაზ შენგელია ორჯერ სსრკს ნომერ-1 ფეხბურთელად იქნა აღიარებული.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ "ტორპედო" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული გუნდი გახდა. სწორედ მან შეძლო
1999 წელს ”დინამოს” დამარცხება და
1999-2001 ზედიზედ სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, რაც იმჟამინდელი მწვრთნელის დავით ყიფიანის დამსახურება იყო. "ტორპედომ" ორჯერ მოიპოვა საქართველოს თასი.
ტიტულები საქართველოს ჩემპიონი: 2000, 2001, 2002 ვერცხლის პრიზიორი: 1999, 2003, 2005 ბრინჯაოს პრიზიორი: 1991, 1994
საქართველოს თასი ჩემპიონი: 1999, 2001 ფინალისტი: 2000, 2002, 2004
თურქმენეთის პრეზიდენტის თასიჩემპიონი: 2002 ვერცხლის პრიზიორი: 2004
მნიშვნელოვანი ფაქტები რეკორდული მოგება: 8-0 (20.02. 99 -გორდა, თასი);
რეკორდული წაგება: 2-7 (06-12-94 - კოლხეთი 1913), 0-5 (05.08 96 - ოდიში);
ყველაზე მეტი მატჩი A ლიგაში: კახა კვეტენაძე -206;
ყველაზე მეტი გოლი A ლიგაში: დავით ჯანაშია -85;
კლუბის მიერ ჩემპიონატებში გატანილი მე -100 გოლის ავტორი: დავით ჯანაშია (16.09.91);
მე-200 გოლის ავტორი: მამუკა ხუნდაძე (10.05.93);
მე-300 გოლის ავტორი: მამუკა ხუნდაძე (19.11.94);
მე-400 გოლის ავტორი: მიხეილ აშვეთია: (13.05.96);
მე-500 გოლის ავტორი: გიორგი მეგრელაძე (04.09.97);
მე-600 გოლის ავტორი: გია იმედაძე (19.05.99);
მე-700 გოლის ავტორი: დავით ჯანაშია: (03.12.00)
სტატისტიკა საქართველოს ჩემპიონატში
სტატისტიკა დ.ყიფიანის თასზე
კლუბის პრეზიდენტი: ლევან & სოსო ფხაკაძეებისტადიონი
ქუთაისის ცენტრალური სტადიონი 1949-56 წლებში აშენდა მაშინდელი ახალი ქუთაისის ტერიტორიაზე. პირველად რეკონსტრუქცია 1998 წელს ჩაუტარდა,
ხოლო 2010 წელს უეფას სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და მზადაა საერთაშორისო რანგის თამაშებს უმასპინძლოს.

სტადიონის მთავარი სპორტული არენა მოიცავს საფეხბურთო მოედანს (105X75 მ), 400-მეტრიან სარბენ წრეს და ხტომისა და ტყორცნის სექტორებს. საერთაშორისო სტანდარტის ტაბლო და განათების სისტემა, ადმინისტრაციული შენობა, გასახდელები და პრეს–ზონა უმაღლესი კლასის თამაშებისათვის საჭირო პირობებს ქმნის.

ქუთაისის ცენტრალური სტადიონი 12 ათას მაყურებელს იტევს და არასოდეს აკლია "ტორპედო" ქუთაისის გულშემატკივარი ქალაქში, სადაც ფეხბურთი დღესასწაულია.