ზაურ თოდუა
1993 წლის 16-17 სექტემბერი უმძიმესი სისხლიანი დღეები, პირველი მსხვერპლი ჩვენ რიგებში ივლისის შემდეგ
ზაურ თოდუა გმირი კამანელი რუსების ე.წ. სამშვიდობოებმა აიყვანეს ტყვედ, უიარაღო ვაჟკაცს წამებით აიძულებდნენ ბირცხის შემოვლითი გზის ჩვენებას. ზაური ვერ გასტეხეს ის გმირულად დაიღუპა
თოდუა ზაური დაიბადა 1972 წლის 22 აგვისტოს ს. პირველ კამანში.. გამორჩეულმა თავისი ახოვანი გარეგნობით, ზრდილობით, პატიოსნებით მან პირველმა აიღო იარაღი. იგი მსახურობდა 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის I ასეულში, რომელიც იცავდა სტრატეგიულ სიმაღლეებს ქ. სოხუმის მისადგომებთან ცუგუროვკისა და იაშტუხის მთაზე. ზაური მონაწილეობდა ასეულის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციებში. თავი გამოიჩინა თავდადებულმა, ერთგულმა მებრძოლმა.
1993 წლის 16 სექტემბერს, როდესაც მტერმა კვლავ დაარღვია სამშვიდობო ხელშეკრულება და მუხანათურად დაესხა ს. პირველ კამანს ზაურ თოდუა თავის განიარაღებულ თანამებრძოლებთან ერთად შიშველი ხელებით ეკვეთა რუსეთის სამხედრო ნაწილებს, რომელთაც მორგებული ჰქონდათ ე.წ.,,სამშვიდობო მანტია“, რათა გადაერჩინა იქ მცხოვრები სოფლის მშვიდობიანი მოსახლეობა ქალები, ბავშვები, მოხუცები.
ამ ავბედით დღეს აფსუა სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს უიარაღო ზაური ბორკილები დაადეს მას და სიკვდილის მუქარით აიძულებდნენ ეჩვენებინა ცუგუროვკის შემოვლითი გზა ბირცხის მიმართულებით. აქ ზაურ თოდუაში გაიღვიძა კოლხ წინაპართა გენმა მან გამოიჩინა სამაგალითო თავგანწირვა სამშობლოსადმი, მოყვასისადმი არ გასცა სამხედრო სიდუმლო, არ უღალატა თანამებრძოლებს მიუხედავად უდიდესი წამებისა და ზვარაკად შესწირა თავისი ხანმოკლე სიცოცხლე უფალს და ქვეყანას. გადამთიელმა მტარვალებმა გმირი ვაჟკაცი დახვრიტეს ,,სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!“.
დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ.
დიდება გმირებს.
აფხაზეთის ომის ვეტერანი ჯემალ სვანიძე

21 წლის, 21 წლის, ხომ შეეძლო სხვების მსგავსად თბილისში ჩამოეგაზა,
მაგრამ არააააააააააააა,
ის წამებით მოკლეს! ჩემი და შენი გულისთვის მოკვდა, რომ ჩვენ ლაღად და ბედნიერად გვეცხოვრა!
უფალო შეიწყალე საქართველოსთვის დაღუპული ყველა მებრძოლი
სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში (პირველი კომანი) მცხოვრებმა ოთარ და ეთერ თოდუების ოჯახმა სამი ვაჟი აღუზარდა სამშობლოს. 1992-93 წლებში სამივე ძმა, მშობლიური კუთხის დასაცავად, აფხაზეთში მიმდინარე ომში ჩაება. აქედან ორო შეეწირა ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას.
ზაური ძმებში უმცროსი იყო-დაიბადა 1972 წლის 22 აგვისტოს. ახოვანი გარეგნობით ,ზრდილობითა და პატიოსნებით გამორჩეულმა ,პირველმა აიღო იარაღი ხელში--ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის I ასეულში. იცავდა ქალაქ სოხუმის სტრატეგიულ სიმაღლეებს ჩრდილოეთის მისადგომებთან ცუგუროვკისა და იაშთუხის მთაზე.ზაური მონაწილეობდა ასეულის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. თავი გამოიჩინა, როგორც სამშობლოს ერთგულმა და თავდადებულმა მებრძოლმა.
https://www.google.com/search?client=opera&...Gm0VGUL7xo,st:0 This post has been edited by tengo9786 on 9 Jun 2026, 19:09