„ორი ვარსკვლავი“ - მალე, ახალი მეგა-შოუ „იმედზე“
მარტიდან, ყოველ ორშაბათს 22:00 საათზე, ტელეკომპანია „იმედი“ წარმოგიდგენთ მუსიკალურ–გასართობ შოუს „ორი ვარსკვლავი.“ “ორი ვარსკვლავი" ბრიტანული პროექტის "Stars on Stage" ანალოგია, რომელიც მრავალ ქვეყანაში ერთ–ერთი მაღალრეიტინგული მუსიკალური შოუა. პროექტი მოიცავს 12 ეპიზოდს. შოუში მონაწილეობას იღებს 12 წყვილი; აქედან ერთი პროფესიონალი მომღერალია, მეწყვილეები კი სხვადასვა სფეროში მოღვაწე საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები, რომლებიც მოყვარული მომღერლის როლში წარსდგებიან მაყურებლის წინაშე.
მომღერლები მთელი კვირის განმავლობაში ეხმარებიან თავიანთ მეწყვილეებს შერჩეული სიმღერის შესწავლასა და დამუშავებაში, ყოველ ორშაბათს კი მაყურებელი მათ მიერ ცოცხლად შესრულებულ დუეტებს იხილავს. მუსიკალურ ნომრებს და კონკურსანტების არტისტიზმს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური. მნიშვნელოვანი როლი ექნება მაყურებლის ჩართულობას, რომელიც სმს გზავნილების საშუალებით მხარს დაუჭერს ფავორიტ წყვილს. ჟიურის ქულების და სმს შედეგების შეჯამების შემდეგ გამოვლინდება აუთსაიდერი წყვილი, რომელიც იმ კონკრეტულ დღეს დატოვებს პროექტს. ისევე როგორც "ცეკვავენ ვარსკვლავებში", მაყურებლისთვის თვალსაჩინო გახდება, როგორ გაიზრდება კონკურსის თითოეული მონაწილე ეპიზოდიდან ეპიზოდამდე. საკონცერტო ნომრების შესრულებაში კონკურსანტი წყვილებისთვის ყოველ ორშაბათს ბენდი დაუკრავს. მუსიკალური თემები თითოეული ეპიზოდისათვის განსხვავებულია: დისკო, პოპი, როკი, რეტრო, ფოლკლორი, სოული, ჯაზი და სხვ. პროექტის გამარჯვებული დაჯილდოვდება ძვირადღირებული პრიზებით.
http://www.imedi.ge/bnrs/30.jpgდღეს იწყება ეს შოუ იმედზე.
წყვილები ასე გადანაწილდა: გოგოლა კალანდაძე და ნოდიკო ტატიშვილი, ნინა წკრიალაშვილი და ვახტანგ რჩეულიშვილი, ირინა ონაშვილი და გიორგი მახარაშვილი, ნინი ბადურაშვილი და კოტე თოლორდავა, სალომე ღვინიაშვილი და გიორგი ჩიქოვანი, ლევან ჯავახიშვილი და ნინი წიკლაური, ნინო გაჩეჩილაძე და ნიკო ბერიძე, სოფო გელოვანი და მიშკა ბაღათურია, ანრი ჯოხაძე და დალი ჩიტალაძე, მაკო კვიტაშვილი და გივი ბერიშვილი, ანი კეკუა და მიშკა ხუჯაძე, სოფო ბედია და მამუკა ლომაშვილი.
წყვილებს სიმღერებს მათი შესაძლებლობისა და ტემბრის მიხედვით ურჩევენ პედაგოგები. სულ 12 ტური იქნება. პირველად საჩვენებული კონცერტი ჩატარდება, პირველ საკონკურსო ტურს კი მსოფლიო ჰიტებით წარმოადგენენ.
This post has been edited by Mariko20 on 10 Mar 2014, 18:02
ცხოვრება იდეალური მწერალია და მან ყველაზე უკეთ იცის თუ სად უნდა დასვას თავისი ლოგიკური წერტილი.