Izrus დავით კეზერაშვილს იცავს
25/04/2011 16:14
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მიერ დაწყებულ კამპანიას ებრაული საინფორმაციო პორტალი Izrus „ისრაელის მოქალაქეებზე ნადირობად“ აფასებს.
ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში მოყვანილია ლეიბორისტების ლიდერის შალვა ნათელაშვილი განცხადება. „კეზერაშვილი არის სააკაშვილის მეგობარი, მისი ოჯახის სპონსორი, ნარკომანი, იარაღის კონტაბანდაში ჩართული, მაფიოზი და დიდი ქონება აქვს საზღვარგარეთაც... "ისრაელის ხსნისა და განვითარების ფონდში" თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა "2008 წლის აგვსიტოს ომში დაღუპულთა ოჯახების კუთვნილი მილიონები შეიტანა". ასევე, ნათელაშვილი კეზერაშვილს ქონების ჩამორთმევით დაემუქრა.
ნათელაშვილის ბრალდებების შემდეგ, სტატიის ავტორი კეზერაშვილის ცხოვრებასა და საქმიანობის განიხილავს. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში პოლიტიკური კარიერის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. ასევე, დეტალურად არის განხილული საქართველოში კეზერაშვილის კარიერული წინსვლა.
"მთელი ამ წლების განმავლობაში კეზერაშვილი ისტორიულ სამშობლოსთან კავშირს ინარჩუნებდა. მისი მამა შაბტაი კეზერაშვილი ამბობდა, რომ დავითი ივრითს 6 წლიდან სწავლობდა და ებრაელ მეგობრებთან კავშირს არ წყვეტდა... შემთხვევითი არ არის, რომ 2008 წლის ომის წინ მან გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ისრაელის სამხედრო ინსტრუქტორებს და იარაღის მიმწოდებელ კომპანიებს შორის თანამშრომლობაში", - აღნიშნულია სტატიაში.
წყარო:
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=2523&Itemid=1