ოქროს სიაფეში შეცდა, თან ოქრო დრეკადი მადნეულია და არ არის მყარი კონსტრუირებისთვის. ოქრო კარგია გაყვანილობებში თუმცა არა ძარებში.
ეს კი ჩემი წინასწარ მეტყველება, მართალია არ ვარ პოპულარული და არც რაიმე დიდი ინტელექტით არ ვარ დაჯილდოებული, არც მაქვს ედისონობის ან ნოსტრადამუსობის პრეტენზია. მაშ ასე ცოტათი გავხალისდეთ:
საზოგადოება 2111
1. ბიოტექნოლოგიებმა დიდი ხანია დათრგუნა კომპიუტერული თუ პროგრამული ინჟინერია.
2. სახლები ორგანიზმის მსგავსად შესდგება დრეკადი კუნთობრივი ქსოვილებისგან და დამკვიდრდა ტერმინი (სახლი მოვქსოვე და არა ავაშენე) კონსტრუქცია ალბათ 15-20 ბალიან შოკსაც კი გაუძლებს
3. საწვავის ერთერთი მამოძრავებელი ელემენტი (ანტიმატერია) ენერგია სახლის პორტალურ კარში უფრო მეტია ვიდრე დღეს მთელს თბილისში.
4. საჰაერო ტრანსპორტები ჰაერში მოძრაობენ 22 მახით. (22X300 მ/წმ.) მათი გარე კედლები იფარება 2-3 სანტიმეტრიანი იონიზირებული პლაზმით, რასაც 0-დან -5-მდე დაჰყავს ჰაერის წინაღობა (-5 ნიშნავს ჰაერიც ბიძგს აძლევს მოძრაობისთვის)
5. რევოლუცია და დამოუკიდებლობის მარში მარსზე.
6. მექანიკური რასის განდგომა და დამოუკიდებლობა.
7.სასმელი წყალის დიდი დეფიციტი.
8. ახალი ტიპის მატერიების შემუშავება, რაც მზეზე ექვსკურსიის ჩატარების საშუალებას მოგვცემს და პირველი ზონდი რომელიც მზის ბირთვიდან მონაცემებს ამოიღებს.
9. იუპიტერის აფეთქება. მზის სისტემას კიდევ ერთი მზის სისტემა აქვს. იუპიტერი მზეა და მისი თანამგზავრები სრულფასოვანი პლანეტები
10. კონტაქტი!!!!!!!
ესეც ესე. ცოტა გავერთე, ფანტაზია გავაღვივე, თუმცა ვინ იცის აქედან რა იქნება ფანტასტიკა და რა არა. თუმცა 100 წელს ნამდვილად არ დაველოდები

))
This post has been edited by 01101110 on 21 Apr 2011, 15:07