დიდ ხანია მოკლედ ვფიქრობ ამ განათლების საკითხზე და როცა ბაკალავრიატი გაქვს დამთავრებული ეკონომიკის, ბუღალტერიის, ბიზნესის და ფინანსების სფეროში მაინც საუკეთესო გაგრძელება მგონი ისევ და ისევ MBA. ვიცი ჩვეულებრივ მასტერთან შედარებით ორმაგი ჯდება მაგრამ შემდეგ ფულის ამოღების ვარიანტიც ორმაგია.
მოკლედ MBA-ს სწავლა მინდა მაგრამ როგორც ვიცით არც ისე ადვილია კარგ სკოლაში მოხვედრა და რომც მოხვდე მერე ფული უმნდა დაყაჭო რაც საკმაოდ რთულია.
ერთი მეგობარი მყავს რომელიც არის საოცრად წარმატებული და ჭკვიანი ადამიანი. ბევრი რამ ვისწავლე მასთან მეგობრობით მაგრამ ყველაზე განსაკუთრებულად კი მისი წარმატების საიდუმლო: ყველაფერს გეგმავს წინასწარ საკმაოდ დიდი ხნით ადრე და მერე ნელ ნელა წინ მიიწევს. არასდროს უცებ არ მიასკდება არაფერს.
აქ განვიხილოთ
- როგორ მოვემზადოთ ტესტებისათვის
- სამოტივაციო წერილები როგორ დავწეროთ
- რეკომენდაციების საკითხი როგორ მოვაგვაროთ
- ფული როგორ ვიშოვოთ რომ დავაფინასოთ საკუთარი თავი 
- საინტერესო ლინკები
- როგორ შევიძინოთ სამსახურეობრივი გამოცდილება
ასევე არის უფასო კურსებიც ინტერნეტში მსოფლიოს წამყვანი უნივერსტეტებისაგან რომელიც დაგვეხმარება. მერე დავპოსტავ ლინკებს.
ესეც 2011 საუკეთესო ასეული
http://rankings.ft.com/businessschoolranki...a-rankings-2011ვის სად გინდათ? როგორ ემზადებით და ა.შ.
ჩემზე დავწერ მოკლედ : დავამთავრე და ვმუშაობ ( ჯერ 1 წელი არაა).
ოქსფორდში და კემბრიჯში გავესაუბრე ისე, რა შანსები მაქვს მეთქი და ჯერ პატარა ხარო, გამოცდილება გჭირდებაო ცოტა მეტი.ჰოდა ვიწყებ მზადებას და თან ვიზრდები/ ვბერდები :/
+ რამოდენიმე ფორუმელი გვყავს აქ ვისაც ეგ ააქვს დამთავრებული და კარგი იქნება თუ შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებენ
ასეთი თემა ვერ ვნახე, მხოლოდ ერთადერთი პოლი იყო და ეგ საქართველოში არსებულ ფაკულტეტებს ეხებოდა.