ღმერთი არა გწამთ კაცო თქვენა?

ვაღიარებ, ჩაინიკი ვარ მობილურ კომუნიკაციებს როცა ეხება საქმე, მაგრამ მე მგონი ყველაფერს სწორად ვაკეთებ და რას ვაკეთებ არასწორად გამაგებინეთ

მოკლედ, რამდენი ხანია უკვე ჩემი ზიზია ტელეფონი ვიყიდე, მაგრამ აქამდე სულ მეზარებოდა ხოლმე ინტერნეტის ჩართვა. დღეს ბოლო-ბოლო ვიფიქრე ჩავრთავთქო და მეკაიფებიან

შევედი ჯეოსელის საიტზე. ვნახე ეს: WAP სერვისის გააქტიურება - აკრიფეთ *106*2*1# და YES ავკრიფე. მომივიდა მესიჯი. დააჭირეთ save-სო. დავაჭირე. გააქტიურებულიაო.
მარა ჩემიფ ეხები. როდესაც ვცდილობ რაიმე ვებ-გვერდზე შესვლას მიწერს packet data not available, check network settings...
კაი, წავედი სხვა გზით. რაღაცეები ვიჩალიჩე ისევ ჯეოსელის საიტზე, გამეჩითა ეს: Servisit Sargeblobisatvis sachiroa WAP parametrebis gaaqtiureba, amisatvis akrifet *106*2# da daachiret darekvas. გავაკეთე. ამჯერად ამახიეს 2 ლარი

და მომივიდა ზუსტად იგივე მესიჯი თავის იგივე ინსტრუქციით. ისევ იგივე გავაკეთე. შედეგი იგივე. მერე კიდე ვიჩიჩქნე საიტზე და გავჩითე ეს:
პარამეტრების მიღება შესაძლებელია პირდაპირ ვებ გვერდიდანაც - დააჭირეთ აქ. დავაჭირე. გაიჩითა ჩემი ტელეფონის შესაყვანი არე. შევიყვანე. მესიჯად მომივიდა რაღაც კოდი. შევიყვანე. გადამიყვანე გვერდზე სადაც ეწერა რისი გააქტიურებაც მინდოდა. დავაჭირე "ყველა"-ს... თავის მმს, წაპ და ა.შ. კიდე მომივიდა მესიჯი. დავაჭირე ისევ სეივს. ისევ ჩემი ყუმბარა შემრჩა

მოკლედ დავიტანჯე.
ხალხნო! ქრისტიანებო! ღვთისმოსავებო! ვინმემ ჩამართვევინეთ ტელეფონში ინტერნეტი