დღიური, რომელმაც კაცობრიობის მოაზროვნე ნაწილი შესძრა, რომელმაც გააცოცხლა ფაშისტთა დანაშაული და უბრალო ენით აგვიწერა, როგორ ეწირებოდა ნიჭი და სიცოცხლე სისხლისმსმელ ვამპირთა ხროვას.
ანა ფრანკის წამება - რომელიც მაინც სიცოცხლის ზეიმია და არა დამარცხება.
ბრძოლა, არა მხოლოდ არსებობისთვის, არამედ ღირსებისათვის.
მცენარე "უკადრისა", წერს:
ხუთშაბათი, 6 ივლისი 1944
ძვირფასო კიწი!
------------------------------
-------------------------------
„ადამიანებს, რომელთაც რელიგია აქვთ, უნდა უხაროდეთ, რადგან ყველას როდი აქვს უნარი იწამოს ზებუნებრივი ძალა. ადამიანს არ უნდა აშინებდეს სიკვდილის შემდეგ სასჯელი. სალხინებელი, სამოთხე და ჯოჯოხეთი ისეთი მცნებებია, რომლის არსებობაში ბევრს ეპარება ეჭვი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ესა თუ ის რელიგი, სულ ერთია რომელი, ჭეშმარიტი გზიდან აცდენის საშუალებას არ აძლევს ადამიანს. უმთავრესი აქ ღვთის წინაშე შიში კი არაა, არამედ ის, რომ არ დასცე საკუთარი ღირსება და სინდისი. რა კარგი იქნებოდა, ყველა ადამიანი დაწოლის წინ გაიხსენებდეს, რაც მთელი დღის განმავლობაში მოიმოქმედა და აწონ-დაწონიდეს, რა იყო კარგი და რა ცუდი!
თავისდა უნებურად ეცდებოდნენ დღითი დღე უკეთესნი გამხდარიყვნენ და გარკვეული დროის შემდეგ რაღაცას მიაღწევდნენ. ამ საშუალებას გამოყენება ყველას შეუძლია, რადგან არაფერი ღირს და ყველასათვის ხელმისაწვდომია, ხოლო ვინც არ იცის, უნდა იცოდეს, რომ „სუფთა სინდისი ადამიანს ძალას მატებს!"
ანა.
This post has been edited by aravinac on 19 Aug 2011, 10:42
მიმაგრებული სურათი