ჰო, რატომაც არა, თან ისე უპრობლემოდ ხდება ეს ყველაფერი, რომ კმაყოფილია ყველა - პრობაციონერიც, სახელმწიფოც, საზოგადოებაც...
პრობაციონერისა და მისი ახლობლების კმაყოფილების მიზეზი - ციხიდან თავისუფლებაა, ხელისუფლების კმაყოფილების მიზეზი - ბიუჯეტის შევსება. საპროცესო გარიგებები რომ არა, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ბიუჯეტის ცვლილების მიზეზი შემოსავლების ზრდის ნაცვლად, შემოსავლების კლება ყოფილიყო.
საზოგადოება კი კმაყოფილია იმით, რომ ... დაიგო გზები, განათდა ქუჩები, შეიღება ფასადები, ჩქეფენ შადრევნები.... ან კი რა ჩამოთვლის საზოგადოების კმაყოფილების საბაბ-მიზეზებს