ამონარიდი დიმიტრი ორეშკინს ინტერვიუდან:
" .... რას შეიძლება ელოდნენ რუსეთის მეზობელი ქვეყნები და კერძოდ საქართველო კრემლში პუტინის დაბრუნების შემთხვევაში?
რუსეთ-საქართველოს შორის ვითარების გამწვავებას სწორედ პუტინის ხელმეორედ გაპრეზიდენტებამდე არ გამოვრიცხავ. საქმე იმაშია, რომ პუტინის მმართველი პარტია "ედინაია რასია" და თავად პუტინი რეიტინგსა და პოპულარობას საგრძნობლად კარგავენ. ასეთ ვითარებაში პუტინის მხრიდან არ არის გამორიცხული ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც საბჭოთა ღირებულებების მატარებელ ადამიანებს აღაფრთოვანებს. ძნელია იმის თქმა, რა ნაბიჯებს გადადგამს კრემლი საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ამ თვალსაზრისით პუტინის პირველად გაპრეზიდენტების წინაპერიოდი საკმაოდ ყურადსაღებია.
1999 წელს პუტინმა ბერეზოვსკის დახმარებით დაღესტანში გამარჯვებით დასრულებული პატარა ომი გაითამაშა. ბერეზოვსკიმ უზრუნველყო შამილ ბასაევის ჩეჩნური დაჯგუფების დაღესტანში შეჭრა, სადაც მათ მოსკოვიდან წინასწარ გადასროლილი სპეცდანიშნულების რაზმი ელოდებოდა. 2008 წელს ეკონომიკური კრიზისი ძალას იკრეფდა, აუცილებელი გახდა რუსეთის მოსახლეობის სხვა პრობლემებზე ყურადღების გადატანა და რუსეთი 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის ინიციატორი გახდა.
პუტინის პარტიისა და პირადად მისი რეიტინგი იმდენად დაცემულია, ძალიან ვშიშობ, პოპულარობის ასამაღლებლად სწორედ არჩევნების წინ არ გათამაშდეს კრემლისთვის სასურველი, გამარჯვებით დასრულებული პატარა ომის სისხლიანი სცენარი. ცხადია, კრემლი რეიტინგის გაზრდას ეკონომიკური პრობლემების გადაჭრით ვერ შეძლებს, ამიტომ შესაძლოა, მისთვის პატარა ომი ანაც ტერაქტების სერია სავსებით მისაღები რამ აღმოჩნდეს. შესაძლოა, ეს არჩევნებამდე მომგებიანი იყოს.
არჩევნების შემდეგ დღის წესრიგში არა საგარეო, არამედ საშინაო პრობლემების გადაჭრის დრო დადგება. იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევნებში, უბრალოდ, არ მიიღებს მონაწილეობას, ქვეყანაში კაპიტალისა და ინვესტიციების უკმარისობის დრო დადგება, ხოლო უკმაყოფილება ყოველ დღე იმატებს, ასეთ ვითარებაშიც არ არის გამორიცხული, კრემლმა საშინაო პრობლემებიდან ყურადღების გადატანა ისევ საგარეო პრობლემებით სცადოს."
სტატია ვრცლად >>> This post has been edited by faloumi on 28 Apr 2011, 15:20