#25195370 · 28 Apr 2011, 14:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თინა ქეიდენაუ წუხელ ირაკლი ალასანიას პირისპირ ესაუბრა 13:21 - 28.04.2011 აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თინა ქეიდენაუ წუხელ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას კიდევ ერთხელ, ამჯერად პირისპირ ესაუბრა.
"პირWელის" წყაროს ცნობით, შეხვედრა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გამართული მიღების დროს გაიმართა.
ალასანიამ და ქეიდენაუმ პირისპირ რამდენიმე წუთი ისაუბრეს და საუბრის მთავარი თემა საარჩევნო გარემო იყო.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ შეხვედრები გუშინ დილიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან საუბრით დაიწყო. მოგვიანებით ქეიდენაუს ხელმძღვანელობით ამერიკული დელეგაცია ოპოზიციურ "რვიანს" შეხვდა. ამ შეხვედრაში ირაკლი ალასანიაც მონაწილეობდა.
დღის მეორე ნახევარში მთავრობის კანცელარიაში ქეიდენაუ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. დღის ბოლოს კი აშშ-ის საელჩოში მიღება გაიმართა, რომელსაც ალასანიაც დაესწრო.
ისე ამერიკელები ალასანიას ეკურკულებიან ეტყობა იმიტომ არ ქმნის პარტიულ სტრუქტურებს ხალიანი
ნაციონალები აყლაყუდას ხალიანით ჩაანაცვლებენ და ეგ იქნება ცვლილება
მაგრამ ხალხს არ ეკითხებით ბიჭებო?
|