http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=2565&Itemid=1რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ალექსეი საზონოვის, განცხადებით საქართველოში რუსეთის მოქალაქეს „პროვოკაციები მოუწყეს“, რის გამოც მოსკოვი თბილისს საპროტესტო ნოტას უგზავნის.
საზონოვის განცხადებით, რუსეთის მოქალაქე მარინა ბიწაძე-როდიონოვას თბილისის აეროპორტში უცნობი პირები დაესხნენ თავს. ბიწაძე-როდიონოვა 19 აპრილს თბილისს აეროპორტში დააკავეს.
„რუსეთის უდანაშაულო მოქალაქე 4 საათზე მეტ ხანს ჰყავდათ დაკავებული, ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და საკრედიტო ბარათები“, - აცხადებს საზონოვი.