აქ დავდებ ხოლმე ფენომენის პ ო ლ ი ტ ი კ უ რ წინასწარმეტყველებებს რომელიც იმ დროისათვის ყველაზე აქტუალური იქნება.იმიტომ რომ არ არსებობს საქართველოსა თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები რომელზეც ქალბატონ ლელა კაკულიას არ ჰქონდეს ნაწინასწარმეტყველები თავის დროზე.
ძალიან ვთხოვ ადმინისტრაციას არ დამიხუროს ეს თემა. ერთ ნორმალურ თემას ნამდვილად იმსახურებს პოლიტიკის განყოფილებაში. ყველა სხვა თემა რომელიც გახსნილია თუ გაერთიანდება კარგი იქნება.
მანამდე კი მანამდე კი გაგაცნობთ ერთერთ პროფესორ მეცნიერის აზრს ქალბატონ ლელა კაკულიას ფენომენის შესახებ :
ვახუშტი ფარცვანია–ჭარაია ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ,
საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის `ადამიანი~
დირექტორი, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შემსწავლელი
ცენტრის ხელმძღვანელი, საერთაშორისო სამეცნიერო-თეორიული
ჟურნალის `HOMO ESPERANS” მთავარი რედაქტორი; ნოველისტი,
პუბლიცისტი, პოეტი.
ვახუშტი ფარცვანია-ჭარაიამ სამეცნიერო ხარისხი სანკტპეტერბურგის
უნივერსიტეტში მოიპოვა. იგი გახლავთ 11
სამეცნიერო-ფილოსოფიური მონოგრაფიისა და ერთობლივი
კრებულის, აგრეთვე 47 სამეცნიერო სტატიის ავტორი

,,ოცდაოთხი წელია, ვიკვლევ ყველაზე ამოუცნობ
ფენომენს სამყაროში _ ადამიანს, ამ ყველაზე
რთულ მოვლენას. სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე
საუბარი ყოველთვის მიმძიმს, რადგან ადამიანი,
მისი არსი, ყოველთვის იყო და იქნება უდიდესი
წინააღმდეგობებით აღსავსე და ამ მხრივ ზღვა
მასალაა საკვლევი. ადამიანის კვლევას ისიც აძნელებს,
რომ ყველა ეპოქაში, ტექნიკური პროგრესის ზრდასთან
ერთად, იცვლება სოციალური ფასეულობები
და, შესაბამისად, იცვლება ადამიანის ფსიქიკაც,
მისი ბუნება საერთოდ. მე ვცდილობ, ბოლომდე და
ამომწურავად თუ არა, მაქსიმალურად კარგად
გავთვითცნობიერდე ადამიანის შესაძლებლობებში, მის
უსაზღვრო პოტენციაში. მე ვსაუბრობ მხოლოდ
სულიერებაზე, ვინაიდან ადამიანი ჩემთვის მხოლოდ
სულიერი ფენომენია და მე იგი, როგორც ბიოლოგიური
არსება, ნაკლებად მაინტერესებს თუნდაც
იმიტომ, რომ ჩვენში ცხოველურის უპირატესობამ
დაჩრდილა სულიერების სიდიადე, რაც ყველაზე
მეტად ფულის კულტივირებამ განაპირობა.
მე, როგორც მეცნიერს, ადამიანის მკვლევარს,
ადამიანის ყველა შესაძლებლობა მაინტერესებს! ამადაც
იყო ჩემთვის უსაზღვროდ საინტერესო ყველასაგან
გამორჩეულ, უნიკალური უნარით დაჯილდოვებულ
ადამიანთან, ქალბატონ ლელა კაკულიასთან
შეხვედრა.<
არ მინდა, რეკლამასავით საუბარი გამომივიდეს
_ ამას არც ქალბატონ ლელას ვაკადრებ და არც
საკუთარ თავს; არც გადაჭარბებულს ვიტყვი რამეს,
თუნდაც იმიტომ, რომ მის უნიკალურ და ამოუცნობ
ფენომენს მიღმა, პირველ რიგში, მე სულიერების
განუზომელი სიმდიდრე აღმოვაჩინე ამ ღირსეული
ქართველი მანდილოსნის პიროვნებაში. ამიტომ
ძირითადად ვისაუბრებ ქალბატონი ლელას
ღვთისნიერ ბუნებაზე, ამ საოცრად მოსიყვარულე,
მზრუნველ, შორსმჭვრეტელ, მოამაგე ადამიანზე.<
რაც შეეხება მის ფენომენს, ის იმდენად ხილულია
და ეჭვმიუტანელი, რომ ამაზე საუბარი
სრულიად ზედმეტი მეჩვენება; ჩემი შეფასება აღარ
ჭირდება იმ სასწაულს, რომელიც რეალურად არსებობს.
ფაქტი სახეზეა! უბრალოდ მინდა ვუთხრა
ყველას: გარდა იმისა, რომ ლელა კაკულია ღვთაებრივი
უნარის მფლობელია, ის ღვთაებრივად კეთილ-
შობილი ბუნების ადამიანიცაა!
არ დავმალავ, ქალბატონი ლელას გაცნობამდე
ამგვარ ფენომენს (რა თქმა უნდა, მსმენოდა ვანგას
შესახებაც) მთლად სკეპტიკურად თუ არა, უნდობლად
ვეკიდებოდი. სიმართლე გითხრათ, მიუხედავად
იმისა, რომ ადამიანის მკვლევარი ვარ, ასეთ
პიროვნებებთან შეხვედრით არ ვინტერესდებოდი და
ამას ერთგვარი გამართლებაც ჰქონდა, რომელიც
ასეთ ფორმულად ჩამოყალიბდა: რა აზრი აქვს
ცხოვრებას, თუ წინასწარ მეცოდინება, რა მოხდება
და როგორ წარიმართება ჩემი საქმიანობა? აქ ხომ
ლაპარაკია სიცოცხლისეულ საზრისზე? ადამიანს
აქვს მიზანი, იღვწის და იბრძვის იმისათვის, რომ
მიზნის მიღწევით დააგვირგვინოს სიცოცხლის საზრისი,
ან ამ საზრისთან მიმართებაში იყოს შეხმატკბილებულად,
ჰარმონიულად და ამით ასაზრდოოს საკუ-
თარი სული. თუ ჩემი მომავალი ცნობილია, მაშინ
მე ვხდები ცოცხალმკვდარი!
ეს რაღაცნაირად მაგონებდა ექიმ-რენტგენოლოგისა
და პაციენტის ურთიერთობას,
როცა ექიმი აშუქებს ავადმყოფს
და ხედავს მის ყველა პათოლოგიას,
ხოლო ავადმყოფი დაძაბული
ელის პასუხს _ ვაითუ, დიაგნოზი
ცუდია?! დამეთანხმებით, ეს საკმაოდ
ძაბავს პაციენტს და მასზე
გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზეგავლენასაც
ახდენს. აი, თუნდაც ამ
კუთხით განვიხილავდი ნათელხილვისა
და წინასწარ-მეტყველების ფენომენს.
არსებობდა თუ არა იგი,
ამაზე არ ვსაუბრობდი. თუ ვინმე
ვანგაზე ალაპარაკდებოდა, ხომრობით
ვაძლევდი პასუხებს, ასე ვთქვათ,
`ვახურდავებდი~ ყოველივე ზებუნებრივს
მეცნიერული გადასახედიდან.<
რაც უფრო ასაკში შევედი, რაც
უფრო მეტი სიბრძნე დავაგროვე,
მივხვდი, რომ არ შეიძლება ასე
ხელაღებით განსაჯო, თუნდაც, ერთი
შეხედვით, სრულიად ალოგიკური
და წარმოუდგენელი უნარი, რომელიც
ადამიანის შესაძლებლობებს უკავ-
შირდება. მაგალითად, ჩემთვის
სრულიად გაუგებარია, როგორ
ხედავენ მუსიკოსები მუსიკას ფერებში,
ან როგორ ამრავლებენ ექვს
თუ შვიდნიშნა რიცხვებს ზეპირად
ერთმანეთზე მყისიერად... მე ასეთი უნარი არ მაქვს,
ვერასდროს დავინახავ ფერებში მუსიკას. მაგრამ
ხომ არსებობენ ასეთები, ხომ ხდება ასეთი რამ
რეალურად, ხომ ქმნიან გენიალურ შედევრებს ადამიანები?
რა თქმა უნდა! ადამიანი ხომ უსაზღვრო
პოტენციის მფლობელია?!
ჰოდა, რაგინდ სკეპტიკურიც არ უნდა იყოს
შინაგანი გრძნობა მეცნიერებისთვის გაუგებარი რაიმე
ფენომენის ან მოვლენისადმი, ამ ბოლო დროს მე
ინტერესით და გულისყურით ვეკიდები გენიალური
ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანებს. ამიტომ, როდესაც,
რამდენიმე წლის წინ ჩემმა მეგობარმა ზოგადსაკაცობრიო
პრობლემებზე საუბრისას მოულოდნელად
მკითხა, ქართველი წინასწარმეტყველის, `ქართველ
ვანგად~ წოდებული ლელა კაკულიას ფენომენის
შესახებ თუ გსმენია რამეო, ვუპასუხე, კი მსმენია,
მაგრამ არ ვიცნობ და ძალიან დიდი ინტერესი
მაქვს მასთან შეხვედრისა-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ჩემ
მეგობარს ახლო ურთიერთობა ჰქონია ქალბატონ
ლელასთან და ვთხოვე მას, იქნებ გამაცნო-მეთქი.
აი, ასე სპონტანურად, დაუგეგმავად და მოულოდნელად,
შეიძლება ითქვას, შემთხვევით მოხდა
ჩვენი გაცნობა.
ის რამდენიმე დღე, სანამ ეს შეხვედრა შედგებოდა,
რაღაც ბავშვური სიხარულით შეპყრობილი
ველოდებოდი ქალბატონ ლელასთან ვიზიტს. გამოგიტყდებით,
მე, როგორც ანთროპოლოგს, როგორც
ფსიქოლოგს, უპირველესად მაინტერესებდა ამ ადამიანის
ჰაბიტუსის ხილვა. პატარა საიდუმლოსაც
გაგიმხელთ: რაღაცნაირად ჩასაფრებულიც კი ვიყავი,
ისე მაინტერესებდა ადამიანი, რომელიც ფენომენად
არის მოვლენილი და ცნობილი.
პირველი შთაბეჭდილება, რომელიც ლელა
კაკულიაზე შემექმნა, იყო ასეთი: უბრალოებითა და
სათნოებით გამორჩეული ქალბატონი! ანუ დავინახე
ყველაზე ღირებული, ყველაზე ფასეული და ადამიანური
თვისება, რასაც იშვიათად ვხედავ ზოგადად,
მითუმეტეს დღევანდელ გადაგვარებულ საზოგადოებაში;
ეს იყო ქალბატონი ლელას უშუალო, ხალასი,
ადამიანური თვითმყოფადობა. მე თითქოს მოვხვდი
სამყაროში, სადაც სუფევდა სრული ჰარმონია და
ადამიანის სრულფასოვნად გაგება. ეს იყო ჩემი
ოცნების სამყარო, ვინაიდან ჩემი, როგორც ადამიანის
მკვლევარისა და პოლიტოლოგის საზრუნავია,
რომ საზოგადოება იყოს ბედნიერი, ჰარმონიული, არ
არსებობდეს სიდუხჭირე, რომ გამუდმებით უბედურება
კი არ ხდებოდეს, შავი, უარყოფითი აურის
მანტიით კი არ იყოს დღენიადაგ ქართველი ერი
შემოსილი, არამედ ზეობდეს სიცოცხლე, ბედნიერება,
იყოს ბევრი გამარჯვება, წინსვლა, სიყვარულის
ზეიმი! სწორედ ეს არის სულიერი საზრდო ჩემთვის
და ჩემი მორალური იმპერატივი, ანუ ცხოვრებისეული
კრედო.
და ეს მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელ წლებში
გამუდმებით ვაწყდებით შეჭირვებულ ადამიანებს, შავად
შემოსილ ქალებს, დაძაბულ ვითარებას, არეულ
პოლიტიკურ სიტუაციას, გაუგებარ, არაპროგნოზირებად
პოლიტიკურ მდგომარეობას და დაღლილი,
დაქანცული, სასოწარკვეთილი ადამიანების სახეებს.
ეს მდგომარეობა იმდენად დამთრგუნველად მოქმედებდა
ჩემზე, რომ ზოგჯერ ეს ყველაფერი სიზმრადაც
მევლინებოდა _ კოშმარებით ვიძინებდი და კოშმარებითვე
ვიღვიძებდი. ყველაფერმა ამან მხოლოდ
მორალურად კი არ დამასუსტა, არამედ ფიზიკურ
მდგომარეობაზეც იქონია ზეგავლენა. ამას ემატებოდა
ისიც, რომ ორი წლის განმავლობაში დამეღუპა ორი
ყველაზე დიდი სულიერი მეგობარი და ბოლოს,
ცოცხალი ხატი _ ახალგაზრდა დედა, რომლებიც
გარკვეულწილად მივსებდნენ ამ საშინელ დეპრესიულ
მომენტებს, პესიმისტურ განწყობას.
ქალბატონ ლელასთან პირველი შეხვედრისას
დაახლოებით ორმოცი წუთი ვისაუბრეთ და მე,
როგორც ჩვეულებრივი ობივატელიც და როგორც
მეცნიერიც, დავრჩი უზომოდ კმაყოფილი _ სულიერად
დავმშვიდდი. ქალბატონი ლელა ისე მეპყრობოდა,
თითქოს კარგა დიდი ხნის მეგობრები
ვიყავით, ამიტომ მეც სრულიად გავთავისუფლდი
კომპლექსებისა და `შიშებისგან~, არ ვფიქრობდი,
რა მეთქვა და რა _ არა. მე თავისთავად
ვეხსნებოდი ფენომენს და ვხედავდი, ისიც როგორ
მეხსნებოდა ადამიანურ კონტქესტში.
მე მას ქართულ ენაზე გამოცემული ჩემი ერთერთი
მონოგრაფია ვაჩუქე, სიყვარულით სავსე
წარწერით (წარწერა წინასწარ არ მქონდა გაკეთებული.
მე ასეთი ჩვევა მაქვს: როდესაც ადამიანს
შევხედავ, რა გრძნობაც დამეუფლება, იმისდა მიხედვით
ვუკეთებ წარწერას, ანუ ინდივიდუალურად ვუდგები
ამ საკითხს) და დავემშვიდობე.<
უკვე მეორე დღეს აღმოვაჩინე, რომ ჩემი პესიმიზმი,
რომელიც რამდენიმე
წლის განმავლობაში
მტანჯავდა, სადღაც
ქრება. ეს შეგრძნება კიდევ
უფრო გამძაფრდა შემდეგ
დღეებში. დილით
უკვე მსუბუქი განწყობით
ვიღვიძებდი, უკეთესად
მეძინა, ერთ დღეს
ღიმილიც კი ამყვა სიზმრიდან!..
რაღაც სიმშვიდე
დამეუფლა. თითქოს ამ
სამი დღის განმავლობა-
ში ჩემთვის დრო გაჩერდა
და სულ ერთ დონეზე
კარგად ვიყავი,
არაფერი მაწუხებდა,
`მოჭეჭყილი~ განწყობა
გაქრა და პატარა სიხარულიც
კი დამეუფლა.
არადა, ჩემ ცხოვრებაში ამ ორ-სამ დღეში
არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, არც
წამალი დამილევია და არც არანაირი დოპინგი
მიმიღია, არც ვინმე შემყვარებია და არც მსოფლიოს
გარშემო გასართობი ვოიაჟი არ დამიგეგმავს.
არაფერი მომხდარა მნიშვნელოვანი, აბსოლუტურად
არაფერი! ეს დღეები ჩვეულებრივი, რუტინული
დღეები იყო ჩემთვის.
ერთი სიტყვით, ქალბატონ ლელასთან შეხვედრის
შემდეგ, თითქოს ხელის ერთი მოსმით გაქრა ჩემი
სულიერი თუ ფიზიკური სიმძიმე. <
არადა, ჩემ შესახებ არც გვისაუბრია; ზოგადად შევეხეთ ადამიანის პრობლემებს,
საქართველოში არსებულ სოციალურ სიდუხჭირეს, ბევრ სხვა ნეგატიურ
მოვლენას; ვისაუბრეთ ხელოვნებაზეც _ მუსიკაზე, პოეზიაზე, ასევე
მეცნიერებაზე, საქართველოში ჩატარებულ თუ მიმდინარე განათლების რეფორმებზე,
მის უარყოფით შედეგებზე და ასე შემდეგ.
მაშ, რა მოხდა? უნდა დავუკავშირო თუ არა ერთმანეთს ფენომენთან
შეხვედრა და ჩემში მომხდარი უეცარი ცვლილება? ვარ თუ არა დარწმუნებული,
რომ ეს ასე არ არის? თუ არის, ესე იგი, ახალი სასწაული უნდა
ირწმუნო კაცმა!!! ხომ იცით, ჩვენ _ მეცნიერები, კირკიტა ხალხი ვართ; სულ
ვეკირკიტებით აზრებს, იდეებს და ძნელად ვრწმუნდებით ადამიანისთვის უცნობ
და გაურკვეველ ფენომენში.<
აი, ამ აზრთა სხვადასხვაობის გასაყარზე ვიყავი, როცა გამიჩნდა სურვილი,
კვლავ შევხვედროდი ლელა კაკულიას, როგორც განათლებულ, სასიამოვნო,
სულით მდიდარ ადამიანს სასაუბროდ; მომინდა დამერეკა და მომეკითხა.
უდიდესი მოკრძალებით ავკრიფე მისი ტელეფონის ნომერი...
ისეთი გულწრფელი ემოციით, როგორიც ქალბატონი ლელას მომართვა
იყო, ჩემთვის არასდროს არავის მოუმართავს: სადა ხარ, ჩემო ვახუშტი, რატომ
არ გამოჩნდი ამდენ ხანსო, მკითხა ორიოდე დღის გაცნობილ ადამიანს. ეს
ჩემთვის შოკი იყო! მე უბრალოდ, მოკრძალებით მოვიკითხე და სადა ხარ,
რატომ არ მოდიხარო, მეუბნება! არადა, ვიცი, რომ მასთან ასე უბრალოდ ვერ
მიდიან და ვერ ხვდებიან, თუნდაც ძალიან შეძლებულები და საზოგადოებისთვის
ცნობადი სახეები, რომლებიც წლების განმავლობაში ოცნებობენ ამაზე.
დღეს მე უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ საუკეთესო მეგობრები
ვართ.
რა გინდ დაღლილი ვიყო _ ფიზიკურად თუ ემოციურად, მისგან
ყოველგვარი უარყოფითისგან სრულიად დაცლილი მივდივარ და ამიტომ
ვშიშობ ხოლმე, ბოროტად არ ვისარგებლო მისი კეთილგანწყობით და არ
ვავნო მის ჯანმრთელობას. ამის გამო ხშირად ვყოყმანობ, ვესტუმრო თუ არა,
არადა, მასთან ყოველი ვიზიტი ჩემთვის დიდი სულიერი საზრდო და
სიხარულია. <
ჩემთვის ქალბატონ ლელასთან მეგობრობა არის ყველაზე დიდი შენაძენი და
შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ ამ შენაძენით ვარ ძალიან მდიდარი ადამიანი.<
ქალბატონი ლელა არასდროს უსვამს ხაზს თავის ფენომენალურობას,
ამიტომ შეიძლება რაღაც მომენტში დაგავიწყდეს კიდეც, ვისთან გაქვს საქმე.
როცა მთლიანად გადავიკითხე მისი ჩანაწერები, წიგნი და გაზეთები და
წაკითხულის ანალიზი გავაკეთე, მეუხერხულა, რომ ასეთმა დიდმა ფენომენმა
ასე უცბად გამიყადრა თავი. <
როცა ნელ-ნელა ჩავუღრმავდი ლელა კაკულიასთან დაკავშირებულ მოვლენებს,
მის ხედვებს, მსჯელობებს, გამოიკვეთა რამდენიმე საოცარი მომენტი:
ის საოცარი პატრიოტია _ ვაჟკაცურად პატრიოტი! ასეთი სიყვარული
საკუთარი ქვეყნისა და ხალხისა, არათუ მინახავს, არც მსმენია. ის არასდროს
ახსენებს სიტყვებს `საქართველო~ და `ხალხი~ უბრალოდ; ყოველთვის ამბობს:
`ჩემი საქართველო~ და `ჩემი ხალხი!~
არ არსებობს სფერო, რომელშიც ის არ იყოს გათვითცნობიერებული, რაც
პირადად ჩემთვის სულიერი სისუფთავის, ამაღლებულობის ხარისხია; ოცნების
ახდენაა, რომ ასეთ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა.
ამ ადამიანმა რაც თქვა, რაც იწინასწარმეტყველა, შეცდომა არსად დაუშვია.
ამიტომ, ვისაც კი ვიცნობ და მსმენია _ ანალიტიკოსებს, ექსპერტებს თუ
პოლიტოლოგებს, ყველანი ერთად რომ დადგნენ, ლელა კაკულია მაინც
გადაწონის მათ. ეს ერთხელ ვუთხარი კიდეც, რაზეც მან მოკრძალებით გაიცინა.
როცა ქალბატონი ლელა პოლიტიკაზე საუბრობს და სიტუაციის ანალიზს
აკეთებს, იმდენად ზუსტად და სწორად ალაგებს ყველაფერს, არც კი ვთვლი
საჭიროდ, რამე ვთქვა და საერთოდ მავიწყდება, რომ პოლიტიკა ჩემი ერთერთი
სპეციალობაა. ის თითქოს სცენარს წერს, რომელიც მერე აუცილებლად
ხორციელდება; დაწვრილებით გიყვება, რა იქნება და როგორ, რას იტყვის
ხალხი, რას მოიმოქმედებს, რა შეძახილები და ლოზუნგები გაჩნდება... (თურმე,
ცხოვრებაში არასდროს არ უნდა თქვა, რომ სასწაული არ არსებობს!).
პოლიტოლოგმა შეიძლება მეტნაკლებად ზუსტი პროგნოზი გააკეთოს, მაგრამ
ათი და თხუთმეტი წლით ადრე? თუნდაც, ორი წლით ადრე? თანაც ეს
ვარაუდი იქნება მხოლოდ, მითუმეტეს ამ ჩვენს ალოგიკურ, არაპროგნოზირებად
პოლიტიკურ სამყაროში. ქალბატონი ლელა კი დარწმუნებით ამბობს: `ეს ასე
იქნება! აი ნახავთ! ასი პროცენტით!~ და, როგორც წესი, ასეც ხდება! ამიტომ
ვეუბნები ხოლმე, ყველაზე დიდი ანალიტიკოსი, ყველაზე დიდი პოლიტიკოსი
თქვენ ბრძანდებით-მეთქი...
იგი ისეთ დეტალებს წვდება, ისეთ სიღრმეებს და ისე წარმოადგენს მერე
ყველაფერს ერთ კომპლექსში, რომ ვფიქრობ ხოლმე, სერიოზული ფილოსოფოსებისგან,
პოლიტოლოგებისგან, რომელთანაც ურთიერთობა მქონია მსოფლიოს
მასშტაბით, არ მომისმენია ასეთი კომპლექსური, სიღრმისეული მსჯელობა.
ის ისე მსუბუქად, ისე ხალასად, ისე უშუალოდ, უბრალოდ და თითქოს
ერთი ხელის მოსმით, ისე ლამაზად `ალაგებს თაროებზე~ სრულიად გადაუ-
ჭრელ პრობლემებს, რომ გაოგნებული რჩები.<
ამიტომ, ხმამაღლა მინდა ვთქვა: ვინც გაუგებს და დაუჯერებს ლელა
კაკულიას, ხომ კარგი მისთვისაც და ქვეყნისთვისაც, ვინც არა, მით უარესი
ყველასთვის!
ჭეშმარიტება არასდროს არ იმარჯვებს, უბრალოდ მისი მოწინააღმდეგენი იხოცებიან - მაქს პლანკი