Front Nationalმაგისტრო! ამ თემის წაკითხვისას გამიჩნდა სურვილი შევსძახო "არის ასეთი პარტია!", მაგრამ უმალვე დავშოშმინდი - ვაება ვაებისა, რამეთუ ეროვნული ფორუმი, რომლის წევრიც მე ვარ, ჯერ-ჯერობით ვერ ამართლებს მოსახლეობის იმ უდიდეს ნდობას, რომელიც შარშან და შარშანწინ მიიღო...
მე შევეცდები ავხსნა ამისი მიზეზები - სისხლისმსმელ მანიაკებს აქვთ თავის მართლების უფლება და ხალხის საუკეთესო, უანგაროდ მებრძოლი ნაწილით, ერით დაკომპლექტებულ პარტიასაც ხომ აქვს ამისი უფლება?
ეროვნული ფორუმის, კერძოდ ცხონებული ნიკო ორველაშვილის მიერ, შემუშავებული და საჯაროდ წარმოდგენილი იქნა პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების პროგრამები. ეს პროგრამები განთავსებულია პარტიულ საიტზე:
http://forumi.ge/index.php?option=com_cont...=124&Itemid=231მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ფორუმი აკადემიაურად შეუდგა პოლიტიკურ საქმიანობას, ამ პროგრამების განხილვა არ მომხდარა საზოგადოების მიერ - არც კრიტიკა ისმის და არც ქება...
გარდა პროგრამის შემუშავებისა, ეროვნულმა ფორუმმა შექმნა დარგობრივი კომიტეტები, რომელშიც ერთიანდებიან სხვადასხვა დარგის პროფესიონალები და შეიმუშავებენ სამომავლო გეგმბსა თუ რეკომენდაციებს - შესაძლოა, ეს პროცესი დუნედ მიმდინარეობდეს, მაგრამ ამასაც თავისი მიზეზები აქვს - ქვეყანას არ გააჩნია ორგანიზაციული მუშაობის გამოცდილება, რადგანაც აქამდე ქვეყანაში კაპიტალზე გამობმული ლობისტი პარტიები იქმნებოდა, ხოლო მხოლოდ იდეოლოგიურ შემადგენელზე ხალხის შემოკრებას გაცილებით მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ამას პატიოსანი ქართველი ობივატელი მოითმენს...
რადგანაც, როგორც გაირკვა, საზოგადოება არ ყოფილა მზად პროგრამების განსახილველად და მხოლოდ ყასიდად მოითხოვდა პარტიათა გეგმების გაცნობას, ეროვნულმა ფორუმმაც გასცა ის, რაც ხალხს სწყუროდა - გუბაზი სტუმრად კავკასიაზე!
გუბაზმა ბოლო დროს ხალხის დამუნათება დაიწყო - რად არ გამოდიხართო?
მიზეზი თავადაც კარგად იცის, მაგრამ პირდაპირ მხოლოდ მე შემიძლია საჯაროდ ვთქვა (მუხრუჭები ბავშვობიდან მოშლილი მაქვს...

) - ჩვენი ხალხი არის პოლიტიკურად უმწიფარი! და შესაბამისად, პარტიებიც... მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რომ მხარდაჭერას უცხადებდა ეროვნულ ფორუმს და "მიდით, ბიჭებო, დაიწყეთ და მერე ჩვენ ვიცითო!", ბევრიც რომ მოაწყდა პარტიის ოფისებს და არიქათ, უჩემოდ რაის ეროვნული ფორუმიაო, ხომ იყო ასე?
მერედა, სად წავიდა ის ხალხი? არსადაც არ წასულა - ტრაკის გატოკება დაეზარა პარტიაში გაწევრიანებული "მამულიშვილების" უმრავლესობას და საორგანიზაციო საქმიანობა ადგილობრივ დონეებზე ჩააგდეს... დროა საჭირო, რომ ასეთი "მამულიშვილები" თავისი ნებით გავიდნენ პარტიიდან და თავიანთი ადგილი სხვას დაუთმონ, დრო!
ეროვნული ფორუმის ლიდერები კი, ასეთ სიტუაციაში, როცა ქართული ოპოზიციური სპექტრი გადავსებულია კოლაბორაციონისტებითა და პროვოკაცორებით, არ დაიწყებს არანაირ გამოსვლას, სანამ არ ჩათვლის, რომ უნარი შესწევს ორგანიზებულად მართოს ხალხის მასები!
წელიწადზე მეტია, რაც ეროვნული ფორუმი ტელეპარტიების გამო ბიჯს ვერ დგამს წინ - ყველა მას ეხვეწება და ამავდროულად ამუნათებს კიდევაც... რომ ყოფილიყო საზოგადოება იმდენად მომწიფებული, რომ ყოველ ადამიანს სიტყვის კაცობა გათავისებული ჰქონოდა, ცხადია პარტიული სტრუქტურებიც უკეთესად ჩამოყალიბდებოდა და ეროვნული ფორუმიც სხვა პარტიებთან თანამშრომლობის გარეშეც, დამოუკიდებლად შესძლებდა ძალაუფლების ხელში აღებას...
დრო კი იკარგება, მაგრამ ზოგი ჭირიც მარგებელიაო - ჩვენს თვალწინ ხდება ტელეპარტიების გამარგინალება...
მთლად უქმადაც არ არის ეროვნული ფორუმი - საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნით ჯერ იყო და 175 000 ხელმოწერა შეაგროვა ზაფხულის (!) თვენახევარში, ხოლო შემდეგ, უკვე რამდენი ხანია, რვიანის ფორმატით მოქმედებს - საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებისა რა გითხრათ, მაგრამ "ცივილური" სამყარო ამჟამად რომ გაცილებით უფრო მეტი გაგებით ეკიდება ოპოზიციის მოთხოვნებს, ცხადია ხომა?
სიმართლე გითხრათ, ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ მიფიქრია დამეობლებინა ეროვნული ფორუმი ჩემის წასვლით, მაგრამ ის მინიმუმი, რომელიც პარტიის შექმნის მთავარი მოტივი იყო, შესრულებულია! - პარტიის ლიდერთა მიერ განზრახვა იყო, რომ "თუ კი ჩვენი პოლიტიკური საქმიანობა არ იქნება წარმატების მომტანი საქართველოსთვის და იძულებულნი გავხდებით პოლიტიკიდან წავიდეთ, ან როგორც პარტია, საერთოდ დავიშალოთ, ჩვენს მერე უნდა დარჩეს ორგანიზებული ეროვნული ძალა ადგილობრივი საფიხვნოების, სადროშოების სახით, სადაც საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი სამოქალაქო კომიტეტების ორგანიზებულად, სწრაფად ჩამოყალიბება!"
ეს მისია შესრულებულია - საქართველო თითქმის მთლიანად დაფარულია ეროვნული ფორუმის საორგანიზაციო უჯრედებით და ეს ადამიანები, რომლებიც საკმაოდ დისციპლინირებულნი კი არიან, მაგრამ კარგადაც აჯანჯღარებენ ლიდერებს, საჭიროების შემთხვევაში შემძლენი არიან თვითორგანიზებისათვის - ჩვენ რეალურად მივიღეთ სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახი...
სწორედ ამიტომაც "აბრალებს" გუბაზი ხალხს უმოქმედობას - თეთრ ცხენზე შემოსკუპებული რაინდის იმედზე ყოფნას სჯობია თავადვე იბრძოლო! - ბრძოლა კი არ იწყება მთავრობის სახლთან მისვლით - მანამდე იწყება, როცა მიდიხარ პარტიის რაიონულ ოფისში და მხარდამჭერად რეგისტრირდები, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლონ შენი დაძახება და შენც სახეზე იცნობდე იმათ, ვის გვერდშიც უნდა იბრძოლო - ყველანი გუბაზს კი ნუ შემოვეხვევით!
თანაც, რომელი დალაგებული სარდალი დაგიძახებთ ბრძოლის ველზე, თუ კი წინასწარ არ ეცოდინება ვინ ხართ, რამდენნი ხართ?
ასეა ეს საქმე © გუბაზი