"რესპუბლიკური პარტია" ტელეკომპანია "იმედისგან" სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ევროსასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე, სპეციალური რეპორტაჟის მომზადებას ითხოვს.
ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ტელეკომპანია "იმედი" იყო პირველი მედიასაშუალება, რომელმაც საზოგადოებას გირგვლიანის მკვლელობის შესახებ ამცნო.
"იმედმა ხალხს სიმართლე დაუმალა. ეს ის ტელევიზიაა, რომელმაც ხალხს პირველმა უთხრა სანდრო გირგვლიანის გახმაურებული მკვლელობის შესახებ და მოვითხოვთ, რომ "იმედმა" სპეციალური რეპორტაჟი მიუძღვნას ევროსასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს და ხალხს ბოლოს და ბოლოს სიმართლე უთხრას. მათ ძალიან კარგად იციან, თუ როგორ კეთდება სპეციალური რეპორტაჟი, სიმართლის მოდელირებაში პროფესიონალები არიან და ვურჩევ, რომ თუ გადაცემებს ჭარბ წონასთან დაკავშირებით აკეთებენ, იქნებ ამ თემასაც მიუძღვნან სპეციალური რეპორტაჟი", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ვიდეო არის აქ ->
http://bit.ly/l3V623
ოპონენტებს ვთხოვ, ასფალტისა და 24-საათიანი დენის ”არგუმენტები” არ მოიშველონ, თორემ გავბრაზდები და უარესებს ვიტყვი!
© პროვოკატორი [ჟურნალი ”გზა”]