თემა სწორად გავხსენი მგონი, ანუ განყოფილება ზუსტად შევარჩიე.
თემის სათაურიდან გამომდინარე, მინდა ვიყიდო დიზაინი რომელიც ალბათ მრავლად არის ისედაც უფასოდ ინტერნეტში. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა.
მოკლედ მჭირდება დიზაინი დაახლოებით ან ზუსტად ასეთი:

ანუ რა ხდება: სადაც წერია ფოტო იქ არის ფოტოს ადგილი ანუ სადღაც 320x240 ან 640x480 ამას მერე დავაზუსტებთ.
სადაც წერია ტელეფონი - იქ არის ტელეფონის ნომრის ადგილი, ფონი უნდა იყოს ისეთი რომ თეთრად დაწერილი საშუალოზე დიდი ციფრები კარგად ჩანდეს.
დამატებითი ინფო-ს ფონი უნდა ეხამებოდეს : ტელეფონი-ს ველის ფონს (არ უნდა ემთხვეოდეს) და აქაც თეთრი ფერი რომელიც იქნება როგორც ტექსტი უნდა კარგად ჩანდეს.
რამე - აქ ფონათ და ტექსტის ფერად ალბათ ჯობია თქვენ გადაწყვიტოთ რა იქნება.
რაც შეეხება FB-ს აქ მინდა facebookის ან twitterის პლაგინი მოვათავსო.
-------------------
ფორმატი:
აუცილებლად უნდა იყოს HTML/CSS ანუ მხოლოდ PSD დიზაინი ფაქტიურად არაფერში გამომადგება.
--------------------
ფასი/ღირებულება:
მე მაქსიმალურად იაფად მინდა, თუ მაჩუქებთ ეგ უკეთესია ასე რომ ჯობია ფასი თქვენ თვითონ მომწეროთ.
---------------------
ვადები:
არ მეჩქარება , მაგრამ 5/7 დღეში მინდა მოესწროს.
---------------------
გადახდის მეთოდები:
eMoney
AlertPay
---------------------
ველოდები PM-ს.
...