შემთხვევით მაგარ (

) ლექსს წავაწყდი...
მძევალთა საკანი (post #9231072)დღეს მშვენის კალგოტკა ბარძაყზე ნაშყებით
უზადო პეიზაჟს ირეკლავს პარკეტი,
ვია პალაცოზე კვლავ მელის მიჯნური
უბეში შპრიცით და ამპულის პაკეტით.
დავემშვიდობე დისპანსერს გუშინწინ
(მაწუხებს გავაზე სიმსივნე ნანემსრის)
შენ კი მითავაზე ბოროტი პანღური
დაღლილ-დაქანცულს და ისედავ დაგესლილს.
მერე ეგრევე ხვრინვა ამოუშვი,
მუდრეგო საწოლში ვერა ხარ ძლიერი;
თუმცაღა რას გერჩი კაეფში გაშოტილს,
არც მე მაქვს ვენერას ხოში და იერი,
ასე სჯობს: - მუთაქა ჩავიდოთ შუაში,
რა გზაა,- განთიადს შევხვდები მარტოკა;
როგორც ჩანს იგიჟა წუხელის გემოზე,
ეს წუწკი ჯენტლმენი თავსაც ვერ ატოკებს.
ვაბოლებ, ტუმბოზე თვლემს ბიუსტჰალტერი,
სირჩაში მაცდურად გიზგიზებს არაყი;
- თქვე ჩემის კვინტრებო, ფეხებზე მკიდიხართ,
ეგ თქვენი აკლდამა ფურთხადაც არა ღირს!" და კარგი იქნებოდა ერთი პოეზიის საღამო...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
იმედი მაქვს ორზო არ არის ამ საღამოს მორიგე
--------------------
Mens sana in corpore sano...