უდას სახარების აღმოჩენის რამდენიმე ვერსია არსებობს, მაგრამ ყველაზე რეალური შემდეგია :
1978 წ. ეგვიპტეში ერთი ფერმერი , რომელსაც ძვირფასეულობის პოივნის სურვილი ჰქონდა, ნილოსის პირას მდებარე გამოქვებყლში შევიდა. ძველად ეს გამოქვაბული გამოიყენებოდა როგორც მიცვალებულთა აკლდამა. გარდაცვლილთა ძვლებს შორის მან ქვისგან გაკეთებული ყუთი იპოვა. ყუთში კი ტყავში გახვეული უცნაური კოდექსი იდო. მაგრამ რას წარმოდიგენდა ფერმერი, რომ ეს უდიდესი აღმოჩნეა იქნებოდა,რომ მან ზუსტად ის დოკუმენტი იპოვა,რომელიც ადრეულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ ერესად გამოაცდა.
1980 წელს იგივე ფერმერმა კოდექსი ეგვიპტის ძველმანების ბაზარზე გაყიდა. მისი ახალი მფლობელი ეგვიპტური სიძველეებით მოვაჭრე გახდა. წლების შემდეგ ვაჭარს ეს კოდექსი სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად მოპარეს. მაშინაც კი როდესაც იუდას სახარება ძვირფასეულობის შავ ბაზარზე გადაინაცვლებს ვერავინ ხვდება, რომ ეს შეუფასებელი დაკარგული სახარებაა.
1983 წელს კოდექსი, რომელიც იუდას სახარებას შეიცავდა საოცარია, მაგრამ ისევ იგივე ეგვიპტელმა ვაჭარმა იპოვა. მან ჟენევაში სამი სხვადახვა მეცნიერი მიიწვია შეხვედრაზე და მანუსკრიპტში 3 მილიონი მოსთხოვა. კოდექსი 3 სხვადასხვა მანუსკრიპტისგან შედგებოდა: 2 ბერძნულ და 1 კოპტურ ენაზე. მეცნიერებს ჯამში მხოლოდ 100 ათასი აღმოაჩნდათ. ამიტომ ვაჭარმა კოდექსი ჩაიტანა აშშ-ში სადაც რამდენჯერმე წარუმატებლად სცადა მისი გაყიდვა. ბოლოს იმედ გაცრუებულმა ეგვიპტელმა ბანკის საცავში შეინახა კოდექსი.ის ნიუ-იორკის ერთ-ერთი ბანკის საცავში 16 წელი ინახებოდა, ისე რომ ჯერ კიდევ არავის არ ჰქონდა წარმოდგენა თუ რა იყო.
სიძველლების გამყიდველი ფრიდმა ჩაკესი: მე მსმენია იუდას სხარების შესახებ და მინდოდა გამერკივა რეალურად არსებობდა თუ არა. 1999 წელს მივაგენი მის იმჟამინდელ მფლობელს, ერთ ეგვიპტელ კაცს და ვიხილე განდგურები,მტვრად ქცეული ხელნაწერი.
15 საათიანი რადიოკარბონული შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პაპირუსი 220-340 წლებშია შექმნილი. 2002 წელს ნაფლეთებად ქცეული სახარების რესტავრაცია დაიწყეს. თხელი პაპირუსის აღდგენას წლები დასჭირდა. მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თავად დასახელების „იუდას სახარების“ რამდენიმე ასო არის დაკარგული. (იხ.ფოტო)
მარვინ მაერი(კოპტური ენის ექსპერტი) : ჩემი აზრით ორიგინალი დაწერილია არა კოპტურ, არამედ ბერძნულ ენაზე. რომლის პირველი ასლიც, მოგვიანებით ეგვიბტეში ქრისტიანების საოგადოებაში მოხვდა და იქ იქნა თარგმნილი კოპტურად. მისი ასლი გაკეთებულია სავარაუდოდო 3-4 საუკუნეეში. ხოლო, როდის იყო დაწერილი ეს არავინ იცის.
*ირინეოსის წყალობით ცნობილია, რომ 180 წელს იუდას სახარება უკვე არსებობდა. ბევრისთვის იუდას სახარება დღემდე **ერესად ითვლება. ასევე ნაგ-ჰამადში ნაპოვნი სახარებებით ნათელი გახდა, მეცნიერებისთვის რომ ადრეულ საუკუნეებში ქრისტიანობის რამდენიმე მიმდინარეობა არსებობდა,რომლებიც ვერ განვითარდნენ.
2006 წელს პირველად გახდა შესაძლებელი იუდას ევანგელიის გამოქვეყნება.
II ნაწილში გაიგებთ : ვინ და რატომ აკრძალა იუდას სახარება და რა წერია მასში