სიყვარული როგორც გრძნობა ისედაც ძალიან ძლიერია და მის გამო "ბევრ რამეზე წამსვლელები" ვხვდებით... მაგრამ სად გადის ზღვარი რომელიც ნამდვილ სიყვარულს და მანიაკალურ სიყვარულს შორის ერთმანეთისგან ჰყოფს?
ამბავი ჩემს უახლოეს დაქალზეა, რომელიც ჩემი აზრით მანიაკალური სიყვარულის მსხვერპლი გახდა... მართლაც რომ მსხვერპლია იმიტომ რომ ასეთ სიყვარულს ისევ მარტოობა ჯობია...
აქ ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ რომ აღარ ვიცი რა მოვუხერხო, ამ გოგოს ფსიქო-support გავხდი ბოლო 1 წლის განმავლობაში 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით, თვითOნაც იტანჯება, თავის "სიყვარულის" ობიექტსაც ტანჯავს და მეც დამღალა (ვაღიარებ ამას)... მჭირდება რამე რჩევა რომ სიტუაცია ოდნავ მაინც შეიცვალოს დადებითობისკენ...
ე.ი. იყო და არა იყო რა იყო ერთი 24 წლის გოგო, ჭკვიანი, საშუალოზე კარგი გარეგნობის, მხიარული და ა.შ. მინუსი- ტრუდოჰოლიკი ))
მოკლედ ერთხელაც გადაწყვიტა შეეცვალა სამუშაო...ნუ უპრობლემოდ გაიარა გასაუბრებები, და მოეწყო რა... მაგრამ პირველივე შეხვედრისას მოეწონა , არა , ძალიან მოეწონა, თავისი უშუალო უფროსი...და აი აქედან დაიწყო პრობლემები... ძალიან შეიცვალა, გახდა უკონტროლო, ჩემთვისაც კი ცოტა უცნაურად იქცეოდა, არანორმალურ რაღაცეებს აკეთებდა... ამ ბიჭზე ფეხის ზომიდან დაწყებული ბავშვობაში გადატანილი ბატონების ისტორიით დამთავრებული ყველაფერი გაიგო, თან ისე რომ აგენტ 007-ს შეშურდებოდა...ამ ბიჭის პირადი ცხოვრების თითქმის ყველა დეტალი ამოქექა...და დაჟე ჩაერია... ყველა ჩვენი შეხვედრა იწყებოდა ამ ბიჭზე ლაპარაკით და ამითვე მთავრდებოდა...
აღარ გავაგრძელებ დეტალებზე საუბარს, მგონი სიტუაცია ტრივიალურია, მაგრამ გაზვიადებულად არაფერი დამიწერია...
მოკლედ, ეხლა ეს გოგო ამბობს რომ ამ ბიჭის "დავიწყება" უნდა, იმ სამსახურიდან წასვლაც კი გადაწყვიტა (ჯერ არ უშვებენ), მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან დავიწყება კი არა, თავის მოტყუებაა, უბრალოდ ყურადღების მიქცევის კიდევ ერთი საშუალებაა... ხო, სულ დამავიწყდა- ამ ბიჭს აშკარად აღიზიანებს ასეთი ყურადღება (თვითონ გოგო ამბობს)
თემა რაზეა, მანიაკალური სიყვარული როგორც ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ობიექტზე და ამ დამოკიდებულების მოშორება (მკურნალობა)
პ.ს. არეულად თუ დავწერე მე მაპატიეთ

პ.პ.ს. მოდერ, მსგავსი თემა ძებნაში ვერ ვნახე
This post has been edited by Altair on 2 May 2011, 12:00